გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 12:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქსოვრისი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:05-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტიხონოვის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-იდან 19:00 საათამდე […]
ირაკლი კობახიძე – კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი, ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად – ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი ეძღვნება ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის ინტერესების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. როცა ამაშიც კი ეძებ უარყოფით მხარეს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არასწორი გინდა ამ ქვეყნისთვის , – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპა, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ფასეულობებს ნიშნავს. „ჯერ ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, […]
თეიმურაზ მჟავია – მიუღებელია ის უკონკურენტო გარემო, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა ტარდება – უარი ვთქვი კენჭისყრაში მონაწილეობაზე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, თემურ მჟავია აცხადებს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ლევან მგალობლიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო. როგორც მჟავია აღნიშნავს, მისთვის მიუღებელია ის უკონკურენტო გარემო, რომელშიც ტარდება მთავრობის თავმჯდომარის არჩევა. „18 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიმართა, სადაც კენჭისყრით დამტკიცდა მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო […]
მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება – პრემიერი

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ. „თელავში ადგილზე ვიყავით რთველის შტაბში. გავეცანით მოსავლის დაბინავების მიმდინარეობას. მთლიანობაში, კარგი ტემპით მიმდინარეობს პროცესი. არის […]
სიღარიბის გეოგრაფია საქართველოში – მესტიაში მოსახლეობის 81% სოცდაუცველია, ვაკე-საბურთალოზე კი მხოლოდ 5%

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 226 721 ადამიანი. სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა პროცენტულად ყველაზე დიდია მესტიის რაიონში, სადაც 7,459 სოცდაუცველი ცხოვრობს, ეს მთლიანად […]
“ჰეზბოლა“ ლიბანში პეიჯერების სასიკვდილო აფეთქებებზე შურისძიების პირობას დებს

„ჰეზბოლა“ და ლიბანის მთავრობა, დაჯგუფების მიერ გამოყენებული პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს. პეიჯერების აფეთქების შედეგად, სამშაბათს, ლიბანში, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. 2 800-მდე კი დაშავდა. ლიბანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ მებრძოლთა დასახმარებლად, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. დაჯგუფების განცხადებით, ისრაელი „მკაცრ სასჯელს“ უნდა ელოდოს. კაიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის […]
“ბიძინამ დაუშვა კატასტროფული შეცდომა” – ლევან სანიკიძე

“ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გააკეთა, რომ ამ ქვეყნის შემდგარი მოღალატეა. მას თამასუქები აქვს რუსეთისთვის გასასწორებელი. 12 წელი ამ კაცმა, რუსეთის გავლენით, საქართველოში იბაირამა: რასაც რუსები სთხოვენ, იმას აკეთებს. 12 წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებიდან არჩევნებამდე, იმ რუსებსაც ამ თამასუქს არ უსტუმრებდა – ყველაფერი ერთბაშად მოსთხოვეს. მე ასე ვუყურებ: ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი გამოსვლის შემდეგ უნდა […]
35 წლის პერიშიჩი კარიერას პსვ-ში გააგრძელებს

ხორვატიის ნაკრების 35 ნახევარმცველი ივან პერიშიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით პსვ-ში გადავიდა, – ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება. ნიდერლანდურმა კლუბმა პერიშიჩს ერთწლიანი კონტრქტი გაუფორმა. ის ბოლოს “ჰაიდუკში” თამაშობდა, რომელიც მწვრთნელთან, ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტის გამო დატოვა. “იმისათვის, რათა ასეთი გამოცდილება გქონდეს, კარგი ფეხბურთელი უნდა იყო, რომელიც თითქმის ყოველთვის ფორმაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შედეგს ვერ მიაღწევ”, – თქვა […]
რუსეთის კონტრშეტევა კურსკში შეჩერებულია – უკრაინა

რუსეთის კონტრშეტევა კურსკის რეგიონში შეჩერებულია, მისი ტერიტორიის ნაწილი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ – განუცხადა AFP-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ. “რუსეთის ჯარებმა სცადეს შეტევა ფლანგებიდან, მაგრამ ისინი შეაჩერეს, სიტუაცია დასტაბილურდა და დღეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშაა, მათ არ გამოუვიდათ“, – ციტირებს სააგენტო უკრაინელ სამხედროს. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე რჩება […]
საპატრიარქოს 3 უძრავი ქონება გადაეცემა – ორი 1 ლარად, ერთი უსასყიდლოდ – დეტალები

მთავრობა საპატრიარქოს სამ მიწის ნაკვეთს გადასცემს. 13 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებების მიხედვით, ორ ნაკვეთს საპატრიარქო პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღებს, ერთს კი უსასყიდლოდ, 99-წლიანი სარგებლობის უფლებით. საპატრიარქოს გადაეცემა: · გორის სოფელ ყელქცეულში – 215 389 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ნაკვეთი; · თბილისში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა #41ა-ში მდებარე 1004 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი […]