მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დასაქმებულების ხმა ისმოდეს არამხოლოდ მათ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ, გლობალურად

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დასაქმებულების ხმა ისმოდეს არამხოლოდ მათ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ, გლობალურად საქართველოში ოფიცილური ვიზიტით მსოფლიო პროფკაშირების გენერალური მდივანი, ლუკ ტრიანგლი ჩამოვიდა. ტრიანგლიმ მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებთან, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პროფკავშირების წევრ დასაქმებულებთან, ქალთა და ახალგაზრდულ კომიტეტებთან და მედიისთვის შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა. Შეხვედრებზე მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა […]

გურიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი აგვისტოში 1012 ლარი იყო

გურიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი აგვისტოში 1012 ლარი იყო PMCG-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურად 1.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ფასებს, წელს, აგვისტოში, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 184 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების […]

ოთხშაბათს ლიბანის სხვადასხვა რაიონში კვლავ ფეთქდება პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობები

ოთხშაბათს ლიბანის სხვადასხვა რაიონში კვლავ ფეთქდება პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობები. ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც სამშაბათს აფეთქდა ათასობით პეიჯერი, რომლებსაც იყენებდნენ რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლას წევრები. ამის შესახებ ადგილობრივი წყაროები და უცხოური სააგენტოები იუწყებიან. ვარაუდობენ, რომ ამჯერად ფეთქდება ჰეზბოლას წევრების პორტატიული რაცია, იტყობინება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ ისინი ჰეზბოლამ რამდენიმე თვის […]

ლარი გაუფასურდა – 19 სექტემბრის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0211 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0060 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად გიორგი ძიგუა დაინიშნა

გიორგი ძიგუა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა. “გიორგი ძიგუა წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1977-1980 წლებში იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პირველი თანრიგის მეზღვაური. 1980-1981 წლებში რსფსრ-ის ჩიტის ოლქის […]

ჯაბა სამუშია სტუდენტური ექსპედიციის წევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის 2024 წლის მონაწილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელეს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუდენტებმა რექტორს ექსპედიციის ფარგლებში განხორციელებული კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ გააცნეს ინფორმაცია და პროექტის განვითარების სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს. “სტუდენტური ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უკვე 24 წელია ეწყობა. 2001 წლიდან […]

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კურსკში რუსეთის კონტრიერიში შეაჩერა

რუსეთმა კურსკის ოლქში, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრიერიში წამოიწყო, თუმცა უკრაინელებმა ის შეაჩერეს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ კურსკში უკრაინის სამხედრო კომენდანტურის წარმომადგენელმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა. „ისინი [რუსული ძალები] ცდილობდნენ ფლანგებიდან შეტევას, მაგრამ შეაჩერეს. სიტუაცია სტაბილიზირებულია, ყველაფერი დღეს კონტროლის ქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – ამბობს იგი, თუმცა აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა ერთ დასახლებულ პუნქტში […]

უკრაინის შეიარაღებული ძალები: კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია

კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია, ოლქის ტერიტორიის ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება, განუცხადა სააგენტო AFP-ს ამ ტერიტორიებზე შექმნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კომენდატურის წარმომადგენელმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ. რუსეთის ჯარები „ცდილობდნენ, ფლანგებიდან შეეტიათ, მაგრამ ისინი შეჩერებულ იქნენ, სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი ჩვენ კონტროლქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს,“ მოჰყავს სააგენტოს დმიტრაშკოვსკის სიტყვები. ასევე, მისი სიტყვებით, უკრაინის ჯარების მიერ […]

სინგაპურის ჩანგის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

სინგაპური ახალი მეგა ტერმინალის მშენებლობას ჩანგის აეროპორტში მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლოურენს ვონგმა. ახალი ტერმინალი 5 გამტარუნარიანობას წელიწადში კიდევ 50 მილიონი მგზავრით გაზრდის, ხოლო მარშრუტების ქსელი 150-დან 200-მდე გაიზრდება. ის ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030-იანი წლების შუა პერიოდში შევა. ამჟამად აეროპორტის მგზავრთნაკადი 90 მლნ-ს შეადგენს. რეგიონის სხვა ქალაქებიც აფართოებენ თავიანთ შესაძლებლობებს. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს […]

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა გახდა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადეს. “ლაშა ქარდავას სხვადასხვა სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. […]