მიხეილ სარჯველაძე – სწორი დიაგნოზის დასმა, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ

სწორი დიაგნოზის დასმა მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 სექტემბერს, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, შეცდომების თავიდან აცილება სწორედ ამ მომენტში უნდა მოხდეს – იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციით, თუ კონკრეტული პროცედურების ზუსტად გაწერით. […]
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ბერლინში უეფას ეროვნული ვაჟთა ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების რიგით მე-14 კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გერმანიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა. ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ასევე – სფფ-ის ტექნიკური […]
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეჩერებულია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეაჩერეს. ამის შესახებ კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო კომენდატურის წარმომადგენელმა, ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ გამოცემა AFP-სთან საუბარში განაცხადა. “ისინი [რუსები] ფლანგებიდან შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი გააჩერეს. სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს”, – განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა “მცირე წარმატებას” მიაწიეს. “რუსები ერთ-ერთ […]
ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ – არიან დაღუპულები და დაჭრილები

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Reuters და The Times of Israel ავრცელებენ. გამოცემების ცნობით, ლიბანში მეორე დღეა აფეთქებები ისმის, ამჯერად ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლებს პორტატიული რადიომიმღებები და რაციები აუფეთქდათ. აფეთქებები დაფიქსირებულია ლიბანის სამხრეთში და დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ უბნებში. Reuters-ის ცნობით, მათ პორტატიული რადიომიმღებები აუფეთქდათ, რომლებიც “ჰეზბოლამ” ხუთი თვის წინ შეიძინა, დაახლოებით […]
ოთარ შამუგია – ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება. ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრს უმასპინძლეს და რთველის მიმდინარეობის პროცესი გააცნეს. „რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრს ვუმასპინძლეთ; მთავრობის მეთაურს რთველის მიმდინარეობის პროცესი გავაცანით. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც იმისათვის, რომ რთველი წარმატებულად ჩატარდეს, მევენახეებმა სრულად დააბინაონ მოსავალი და მიიღონ სათანადო შემოსავალი“, […]
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო პროფკავშირების გენერალური მდივანი, ლუკ ტრიანგლი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო პროფკავშირების გენერალური მდივანი, ლუკ ტრიანგლი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრიანგლიმ მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებთან, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პროფკავშირების წევრ დასაქმებულებთან, ქალთა და ახალგაზრდულ კომიტეტებთან და მედიისთვის შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა. შეხვედრებზე მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პროფკავშირების […]
ლიბანში ამჯერად „ჰეზბოლას“ წევრების რაციები აფეთქდა

ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრებს ამჯერად რაციები აუფეთქდათ. გუშინ მედია იუწყებოდა მათი კუთვნილი პეიჯერების აფეთქებაზე. „როიტერსი“ წერს, რომ რაციები, გუშინ აფეთქებული პეიჯერების მსგავსად, „ჰეზბოლამ“ ხუთი თვის წინ შეიძინა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა გუშინდელი აფეთქებების შედეგად დაღუპული ოთხი პირის დასაფლავებაზეც. „როიტერსის“ ცნობით, დღევანდელი აფეთქებების შედეგად დაშავდა ასობით ადამიანი, Agence France-Presse კი იუწყება სამი დაღუპულის შესახებ. „ჰეზბოლა“ მომხდარში ადანაშაულებს ისრაელს, […]
პაპუაშვილის კომენტარი 300$–ად, კალაძის და მდინარაძის კი 100–100$–ად დარეკლამდა – ივანიშვილის სიტყვის და გამოხმაურებების რეკლამირებაში TV იმედმა და PosTV-მ 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს – “ფლანგვის დეტექტორი”

პაპუაშვილის კომენტარი 300$–ად, კალაძის და მდინარაძის კი 100–100$–ად დარეკლამდა – ივანიშვილის სიტყვის და გამოხმაურებების რეკლამირებაში TV იმედმა და PosTV-მ 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს – “ფლანგვის დეტექტორი” ბიძინა ივანიშვილის განცხადების რეკლამირებაში, რომელშიც იგი “ოს დებსა და ძმებისთვის” ბოდიშის მოხდის მზაობას გამოთქვამს, სამთავრობო არხებმა TV იმედმა და PosTV-მ 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” […]
“ოე! სულ გამო@@ევდით მაგ მეცნიერებათა აკადემიაში? ეს ღონისძიება ჩასაშლელია” – ლაშა ბერულავა

“ოე! სულ გამო@@ევდით მაგ მეცნიერებათა აკადემიაში? ეს ღონისძიება ჩასაშლელია” – ლაშა ბერულავა ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა: 25-28 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ატარებს საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესს და თანამომხსენებლად მოწვეულია, არც მეტი, არც ნაკლები, პროფესორი, აფხაზთა სიძე (ეს არაა პრობლემა) ცნობილი ქართველთმოძულე ჯორჯ ჰიუტი… ჩემთაობელებს, ცხადია, გახსოვთ, ვინცაა!!! დანარჩენებს კი შეგახსენებთ, რომ ეს პრაფესორი: ა) ჯერ კიდევ საბჭოთა […]
„British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“ – მარიამ ქვრივიშვილი

„British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“ – მარიამ ქვრივიშვილი „British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ტურიზმის და საავიაციო სექტორების გაძლიერებისკენ. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ პირდაპირი ფრენებიდან გამომდინარე, საქართველოს ცნობადობა გაიზრდება დიდ […]