„ფუნდამენტურად ნაკლოვანი“ – IRI საპარლამენტო არჩევნებზე დასკვნას აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა და განაცხადა: „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი“. „მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“ – აცხადებს IRI-ის პრეზიდენტი. 23 დეკებმერს გამოქვეყნებულ ანგარიშში IRI წერს, რომ მისმა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ (IEOM-ის) დაადგინა, – მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა […]

კრემლი აცხადებს, რომ ტრამპთან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ აქვს

კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებელ სამშვიდობო შეთანხმებაზე მზარდი საუბრების ფონზე, ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. 22 დეკემბერს ტრამპმა კონსერვატორთა ყრილობას უთხრა, რომ პუტინის თქმით, მას ტრამპთან “რაც შეიძლება მალე შეხვედერა სურს”. ამის პასუხად კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა 23 დეკემბერს “ტასს”-ს უთხრა რომ ”ამ დროისთვის […]

ნატოს გენმდივანი ამბობს, რომ ზელენსკის მიერ შოლცის კრიტიკა უსამართლოა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, ზოგჯერ მკაცრი კომენტარები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისადმი, გაუმართლებელია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია უკრაინის ახლო მოკავშირეა და ხშირად ეხმარება კიდეც, ქვეყნის მიერ ყოყმანი შორი რადიუისის “ტაურუსის” რაეკტების გადაცემაზე, კიევის იმედგაცრუებას იწვევს. “მე ხშირად მითქვამს ზელენსკისთვის, რომ ოლაფ შოლცის კრიტიკა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს უსამართლობაა”, […]

სალომე ზურაბიშვილი – გუშინ ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ, ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები – არაჩვეულებრივი განწყობაა პროტესტის 25 დღეს, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი ძალა, ეს ძალა აშინებს ზოგს

ჩვენი გუშინდელი შეხვედრა ვერ შედგა ისე, როგორც მინდოდა, ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ თქვენ. ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ეშინოდათ მისი „ხმის“ ან მისი აქციაზე დგომის, რადგან საუბრის გარდა არაფერი იყო დაგეგმილი. „მოგესალმებით ამ მშვიდი, ორბელიანების სახლის გარემოდან. გუშინდელი ჩვენი […]

დიმიტრი ცქიტიშვილი – მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ უკანონო ბერკეტი, რომ არჩევნები არ მოიპაროს

მთავარი არის ის, რომ ივანიშვილმა გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს, ახალი არჩევების დღის გამოცხადება, იმისათვის, რომ ქვეყანამ აირიდოს ის სიღრმისეული კრიზისები, რომელიც მოსალოდნელია და რომელზეც პასუხისმგებლობა ცალსახად ექნება ხალხს, რომელიც ფაქტობრივად ახლა ხელისუფლებას მართავს , – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, ოპოზიციური პარტიების სამუშაო ფორმატის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი […]

სალომე ზურაბიშვილი – კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რასაც მმართველი პარტია ან ვერ ხედავს, ან უფრო თვალს ხუჭავს – რაც არ უნდა თვალი დახუჭოს და ტყუილებით მოგვარგოს რეალობა, რეალობას ვერ შეცვლის – ეს არის კრიზისი

როცა არჩევნები არ შემდგარა და ნდობა აღარ არის უკვე ქვეყანასა და საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის, ესე იგი, ყველაფერი დანარჩენი, რაც მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში არჩევნებს, აღარ არის დამაჯერებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კრიზისი დღითი დღე მატულობს და ღრმავდება, რაზეც “ქართული ოცნება” თვალს ხუჭავს და ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი […]

IRI – საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი და სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას. „IRI-ის მისიის დასკვნით, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას. […]

ბარახა გადააყენეს – მამარდაშვილის “ვალენსიას” მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი იქნება?

“ვალენსიამ” წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი რუბენ ბარახა სამუშაოდან დაითხოვა, – ამის შესახებ ესპანური კლუბი საიტით იტყობინება. “ვალენსიამ” ბარახას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან გუნდი 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა, კონტრაქტი კი 2026 წლის ზფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. სახელდება “ღამურების” მწვრთნელის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურები, რომელთა შორის პრიორიტეტული კიკე სანჩეს ფლორესია. El Chiringuito-ს ცნობით, “ვალენსიას” მასთან […]

პრეზიდენტი: 29-მდე თუ არ იქნება კომპრომისული დიალოგი, არჩევნებამდე მივალთ რეჟიმის ჩამოშლით

პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელი ორი გამოსავალი არსებობს. როგორც ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, ერთი ქართული ოცნების დიალოგი და კომპრომისია, მეორე კი არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც მისივე თქმით, ყოველდღიურად თავისით იშლება. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის მზადაა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს და დაელაპარაკოს. მისივე თქმით, დრო ცოტა რჩება და ეს ყველაფერი […]

ზურაბიშვილი: ახალი არჩევნებისთვის საბჭო უნდა შეიქმნას

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში, ახალი არჩევნების შესაძლო დანიშვნამდე, უნდა შეიქმნას საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს იქნება. „შეიქმნება საბჭო, რათა ეს პერიოდი ვმართოთ. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი — ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა მინიმალურ პირობას, რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს. შემდგომ, იქნება მუშაობა იმისთვის […]