ზურაბიშვილი: ახალი არჩევნებისთვის საბჭო უნდა შეიქმნას

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში, ახალი არჩევნების შესაძლო დანიშვნამდე, უნდა შეიქმნას საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს იქნება. „შეიქმნება საბჭო, რათა ეს პერიოდი ვმართოთ. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი — ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა მინიმალურ პირობას, რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს. შემდგომ, იქნება მუშაობა იმისთვის […]

2024 წელს ამერიკაში კომპანიები, აღმასრულებელი დირექტორების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა

2024 წელს აღმასრულებელი დირექტორების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა ამერიკული კომპანიები – ამის შესახებ CNBC იუწყება. რეკრუტირების ფირმა Challenger, Grey & Christmas-ის თანახმად, იანვარ-ნოემბერში 327 საჯარო კომპანიამ გამოაცხადა ხელმძღვანელობის ცვლილებები. მათ შორის იყვნენ Boeing Co., Nike Inc. და Starbucks Corp. წასული აღმასრულებელი დირექტორების რაოდენობა ყველაზე მაღალია სულ მცირე 2010 წლის შემდეგ, როდესაც Challenger-მა პირველად დაიწყო პერსონალის ცვლილებისთვის […]

ახალი არჩევნების მოთხოვნას გააზრებული საფუძველი არ გააჩნია – ლევან დავითაშვილი

ქართული ოცნების პარლამენტის მიერ არჩეული ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც გაიმართება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად წარმოდგენილი იქნებიან იმ ბიზნესების ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციაზე არიან. ამასთან, ლევან დავითაშვილის შეფასებით, კონკრეტული ბიზნესის მხრიდან ახალი არჩევნების შესახებ მოთხოვნას “გააზრებული საფუძველი არ გააჩნია.” ლევან დავითაშვილმა 100-მდე ბიზნესმენთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული […]

ბინზესმა პრემიერთან დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობის საკითხი დააყენა – შავლეგ მიშველაძე

“გალფის” გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, დღეს მთავარი საკითხი რაც დღეს ბინზესმა პრემიერთან დააყენა დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობაა. ასე უპასუხა შავლეგ მიშველაძის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების დასმული კითხვას. ხოლო კითხვაზე – როგორ უნდა განიმუხტოს ვითარება, შავლეგ მიშველაძე პასუხობს: „დიალოგის გზით. მთავრობას თავისი ხედვა აქვს, ბიზნესს – თავისი“

„ჩვენ გვინდა მშვიდობა“ – კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ხუთი საათისთვის დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პროსახელისუფლებოდ მიჩნეული, ასევე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენები. ადმინისტრაციის პრესცენტრის ცნობით, საუბარი შეეხო „მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს“. „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული […]

“ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, ჩვენ ევროპაში მივდივართ… ბიზნესსაც მიაჩნია, რომ ჩვენი გზა ევროპაშია“ – ედიშერ ხიმშიაშვილი

Nova-ს გენერალური დირექტორი, ედიშერ ხიმშიაშვილი ირაკლი კობახიძესთან თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ მედიასთან აცხადებს, რომ პრემიერის მსგავსად ბიზნესსაც მიაჩნია, რომ საქართველოს გზა ევროპაშია. „[შეხვედრაზე განიხილა] ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება. ბიზნესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ბატონმა ირაკლიმ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც მგონია დიდად განსხვავებული არ არის იმ პოზიციებისგან, რისი განხილვაც საჯაროდ ხდება ხოლმე, მათ შორის, რაზედაც იყო […]

ბაიდენმა 37 სიკვდილმისჯილი შეიწყალა, სამს სასჯელის უმაღლესი ზომა უცვლელად დარჩა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37 შეიწყალა. მათ სასჯელის უმაღლესი ზომა სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. ჯო ბაიდენმა ეს ნაბიჯი პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე თვეზე ნაკლებ დროში გადადგა. 20 იანვარს თეთრ სახლს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დონალდ ტრამპი დაიკავებს – ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც სიკვდილით დასჯის ზომის გაფართოებას უჭერს მხარს. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ შეწყალებულ სიკვდილმისჯილთა შორის ბევრია მკვლელობის […]

“ვალენსიამ” ბარახა მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა

“ვალენსიამ” წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი რუბენ ბარახა სამუშაოდან დაითხოვა, – ამის შესახებ ესპანური კლუბი საიტით იტყობინება. “ვალენსიამ” ბარახას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან გუნდი 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა, კონტრაქტი კი 2026 წლის ზფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. სახელდება “ღამურების” მწვრთნელის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურები, რომელთა შორის პრიორიტეტული კიკე სანჩეს ფლორესია. El Chiringuito-ს ცნობით, “ვალენსიას” მასთან […]

მარგუს ცაჰკნა – ეუთო/ოდირის დასკვნა ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია

ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს , – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს. „ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს. ხელისუფლებამ გაცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს. ასევე, ხაზს ვუსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები […]

ირაკლი ბურდილაძე – რასაც თქვენ ხედავთ ქუჩაში, იმავეს ვხედავთ ჩვენც კომპანიებში, საჭიროა ტემპერატურის დაწევა – დიალოგი უნდა გაგრძელდეს

მოლაპარაკებები არის საუკეთესო გზა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში, – ამის შესახებ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ – მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. ბურდილაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში აწეული ტემპერატურა დაიწიოს, ამისთვის კი საჭიროა, დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთთან ისაუბრონ. “მთავარი არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც არის სტაბილურობა საქართველოში და ეკონომიკური […]