IRI – წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით – ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე

ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი. IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა. მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, […]
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მოხდეს სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ამასთან, ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, „ევროპულ კურსს არ გადაუხვიოს“. ექიმები, აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობას გეგმავენ. “ნუ ძალადობთ ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს, გვინდა ერთიანი ევროპული თავისუფალი სახელმწიფო, არალეგიტიმური პრეზიდენტი თავზე დაგვასვეს. არ გვინდა საქართველო რუსეთის გუბერნიად იქცეს”, – აღნიშნა […]
პრეზიდენტის თქმით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. ეს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში თქვა და აღნიშნა, დოკუმენტები უახლოეს პერიოდში მზად იქნება. “მზად ვარ, რომ ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელი და სტაბილურობის ერთგვარი ვექტორი და რომელიც ასევე იქნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. […]
“უდიდესი რისკების წინაშე ვართ ქვეყანა” – ლაშა პაპაშვილი

„უსერიოზულესი რისკები, რომ არ იყოს ეკონომიკაში არ შევიკრიბებოდით“ – საქართველოს უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების BAG-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა. ლაშა პაპაშვილმა დღეს კომენტარი მედიასთან ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლების თითქმის 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბიზნესმენი ამბობს, რომ გამოსავალია ერთობა და შეხების ის წერტილებია მოსაძებნი, რითაც დაპირისპირებული მხარეები დაახლოებას შეძლებენ. „ჩვენი უწმინდესი, პატრიარქი მოგვიწოდებს, […]
“თეგეტას” დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები „აუცილებლად გადაიდგმება”

„აუცილებლად გადაიდგმება“ – ასე პასუხობს „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი BM.GE-ს კითხვას – აქვს თუ არა ბიზნესმენს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იმედი, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. თემურ კოხოძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე თითქმის ყველაფერზე ისაუბრეს, მათ შორის ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე. „კიდევ იქნება შეხვედრები, რომ განიმუხტოს ეს ყველაფერი, რაც აქ, ჩვენთან ხდება“, – ამბობს „თეგეტა ჰოლდინგის“ […]
პრეზიდენტი: რეჟიმის ჩამოშლა – ეს არის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კვლავ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დიალოგში ჩაერთოს და შეხვდეს მხარეებს ან, თუნდაც პირისპირ მას. პრეზიდენტი, გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც მისივე თქმით, არის “რეჟიმის ჩამოშლა”. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც მას 22 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე სიტყვის მიკროფონით დასრულების საშუალება არ მიეცა. […]
ჩემი მოწოდება ეუთო/ოდირის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ჩემი მოწოდება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა , – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჩემი მოწოდება დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების სრულად განხორციელებაა“, – წერს პია კაუმა. ipn.ge
ირანში ენერგეტიკული კრიზისი „კრიტიკულ წერტილამდე“ მივიდა – New York Times

New-york-Times-ის ინფორმაციით, ირანში ენერგეტიკული კრიზისი „კრიტიკულ წერტილამდე“ მივიდა. ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მაგისტრალები, სავაჭრო ცენტრები და საწარმოები. გამოცემის ინფორმაციით, წარმეობის პროცესები შეჩერებულია, სამთავრობო უწყებები დახურულია, ან მუშაობენ შემცირებული საათებით, ხოლო სკოლები და კოლეჯები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე. გამოცემა ირანის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ზემოხსენებული კრიზისის მიზეზი გრძელვადიანი სანქციებია, ასევე არაეფექტური მართვა, მოძველებული ინფრასტრუქტურა და ისრაელის […]
პრეზიდენტი 29 დეკემბრის შემდეგაც ვიქნები — სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტად 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩება. „29-ზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, შემაშინებენ. რაღაც მუქარით მელაპარაკებიან. ვერ მიცნობენ. ეს არის მცდელობა, ამაგდონ, და ვთქვა — აბა რა.. მეორე მხრივ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფიდან — დავიცავთ პრეზიდენტსო. არ ვარ დასაცავი, არც მეშინია. ვნახოთ სად ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ — პრეზიდენტი, […]
შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში, როდესაც ნდობა არის დაკარგული ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ, კანონის მიმართ, სასამართლოს მიმართ – სალომე ზურაბიშვილი

შევდივართ ძალიან ღრმა კრიზისში, როდესაც ნდობა არის დაკარგული ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ, კანონის მიმართ, სასამართლოს მიმართ – სალომე ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: „გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რამეთუ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარში ანწუხელიძის რომელიც არის ძალიან ღირებული. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ არ შეძლება არ ვუერთგულოთ ანწუხელიძეს, არ შეიძლება რომ არ ვუერთგულოთ ჩვენ ჯარს, […]