ივანე ჩხაიძე – სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაც. „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება, კერძოდ, ოქტომბრის […]

კახა კალაძე – გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში

საერთოდ გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ორივე პარტიას, რეალურად, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამიტომ ცდილობს გაერთიანებას. „აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, საზოგადოებისთვისაც ცხადი რომ იყოს – ყველაფერი მოდის გარე დირექტივებიდან, […]

მარიამ ქვრივიშვილი – EasyJet საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპის ტურისტულ ბაზარზე

ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – საბოლოოდ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ბრიტანულ ავიაკომპანია easyJet-თან, რომელიც საქართველოში ოპერირებას იწყებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის კიდევ ერთი ახალი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, გააძლიერებს ქვეყნის ტურისტულ პროდუქტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი […]

საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და 4 საფეხბურით დაწინაურდა. ვილი სანიოლის გუნდი ამჟამად 66-ე საფეხურს იკავებს. სექტემბერში “ჯვაროსნებმა” 2 შეხვედრა გამართეს. ჯერ თბილისში ჩეხეთს 4:1 სძლიეს, შემდეგ კი ტირანაში ალბანეთი 1:0 დაამარცხეს. მსოფლიო რეიტინგის ხუთეული უცვლელია – არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და ბრაზილია.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: სოფელ გუდამაყრის, ფასანაურისა და ხანდოს ხეობის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ხაზი გაუსვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – […]

დიტო სამხარაძე უკრაინაში მებრძოლ ვანო ნადირაძეს და მის მუქარას პასუხობს

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიტო სამხარაძე, უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვანო ნადირაძეს მიმართავს და “ტიკტოკა რემბოს” უწოდებს, რომელიც უკრაინის ომში წინა ხაზზე არავის უნახავს. სამხარაძე ეხმიანება ნადირაძის მიერ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას,სადაც მან აღნიშნა, რომ ბრძოლაში დაღუპული მეომრებისთვის ბოდიში მხოლოდ იმიტომ კი არ აქვთ მოსახდელი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორში ურთიერთპატიებაზე განცხადება გააკეთა, არამედ იმიტომაც, […]

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. „გვერდში დგომისთვის მზადყოფნა გამოვუცხადე მოსახლეობას. ჩემთვის პატივია, რომ მომეცა საშუალება წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ვისაუბრეთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორც საქართველოში ისე რეგიონში. ვისაუბრეთ სწორი […]

Reuters: ინდოეთში წარმოებული საბრძოლო მასალა კვლავ მიეწოდება უკრაინას, რუსეთის პროტესტის მიუხედავად

ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს, მაგრამ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი არ ჩაერია ვაჭრობის შესაჩერებლად. Reuters-ის ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა პირმა, საკითხის მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ანონიმურობის პირობით ისაუბრა. უკრაინის რუსეთისგან თავდაცვის მხარდასაჭერად, საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ამბობენ წყაროები და ამას საბაჟო მონაცემებიც ადასტურებს. ინდოეთის მთავრობისა და ინდოეთის […]

“ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დარწმუნებული ვარ, მკაცრად დაისჯება, ფაქტს ხომ ვეღარაფერი შეცვლის, კესარია გარდაცვლილია” – ნინო წილოსანი

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი და წერს: “ძა­ლი­ან მიმ­ძიმს მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე სა­უ­ბა­რი, სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ… კე­სა­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­კუ­თა­რი პარტნი­ო­რის­გან არა­ერ­თხელ იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ბო­ლოს, ეს ის­ტო­რი­აც ასე სა­ვა­ლა­ლოდ დას­რულ­და… მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მკაც­რად და­ის­ჯე­ბა, ფაქტს ხომ ვე­ღა­რა­ფე­რი შეც­ვლის, […]

“არაფერი არ ვიცოდით, ტელევიზორში ვნახე რომ დაუჭერიათ”- რას აცხადებს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი?

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის პოლიციამ 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით მისი მეგობარი კაცი იყო. ბექა ჯაიანის ოჯახის წევრები, რომლებიც სენაკში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ამ ურთიერთობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ბექა ჯაიანი წლებია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. “ბექა იანვრის მერე აქ არ ყოფილა… არაფერი არ ვიცოდით… ოჯახი თბილისშია 10 წელია, მეორე ბავშვი […]