Reuters – ევროპული ქვეყნები უკრაინას ერთ წელზე მეტია ინდურ საბრძოლო მასალას აწვდიან

ევროპელმა მომხმარებლებმა ინდოეთისგან შეძენილი საარტილერიო ჭურვები უკრაინაში გაგზავნეს და მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელი ამის შესაჩერებლად არ ჩარეულა, – ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის და ევროპის მთავრობებისა და თავდაცვის ინდუსტრიების თერთმეტ ოფიციალურ პირსა და საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროებისა და საბაჟო მონაცემების მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, საბრძოლო მასალის გადაცემა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ამასთან, ინდოეთის მთავრობისა და […]

დავით კირკიტაძე – მივმართავ მათ, ვისაც რუსთავში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მისვლა მოუწევს – სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ, დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწევთ რუსთავში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მისვლა, ვიცი, რომ მათ იქ მისვლა არ უხარიათ – სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ იმ განცხადებებზე, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმოდა გორში. დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი დღეს, რუსთავში თავის ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც […]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის სოფლების: ხაკის, საძელის, ყულალისის, ორალის, პატარა პამაჯისა და დიდი პამაჯი მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, შეაჯამა სოფლებში განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ […]

ფოთელი სპორტსმენი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“ გააგრძელებს

ფოთელი სპორტსმენი ნიკოლოზ მესხი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“-ში გააგრძელებს, სადაც ის ფოთის „ირაოდან“ გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა სპორტსმენს ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა და წარმატება უსურვა. „ნიკოლოზ მესხმა, სიმბოლურად ჩემს კაბინეტში მოაწერა ხელი იტალიურ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს. ფოთის კალათბურთის სკოლის ისტორიაში მსგავსი ტრანსფერის შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. […]

კახა კალაძე – თქვენ, ახალგაზრდები ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა იმისთვის, რომ თქვენი ნიჭი მოახმაროთ ჩვენს ქვეყანას და მის განვითარებას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში თბილისის მერიისა და „სქილვილის“ შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება „სქილვილის“ დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროგრამის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „ქვეყანაში ბევრია ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს. პარალელურად, გვყავს ბიზნეს სექტორი, რომელიც […]

მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი? – რა ჩვენება დევს კესარია აბრამიძის საქმეში – მედია

დაკავებული ბექა ჯაიანი ამ დრომდე დუმს. მასთან უფლებადამცველი ჯერ არ შესულა. “პირველების” ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეში ტაქსის მძღოლის ჩვენება დევს. ჩვენებით ირკვევა, რომ 26 წლის მამაკაცს მეგობარ ქალზე ანგარიშსწორება წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რის შესახებაც ინფორმაცია, სავარაუდოდ, საკუთარი ოჯახის წევრსსაც მიაწოდა. მედიის ცნობით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა. შსს-ს ცნობით, […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ილორის N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. „მოხიბლული ვარ, ამ ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ისინი კარგად აცნობიერებენ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მზად არიან მართვის […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას დმანისში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: ირგანჩაისა და ტყისპირის მოქალაქეებს შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები. „მჯერა დმანისელების მხარდაჭერის. ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა […]

ქართულმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა მშვიდობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – იყო შეცდომებიც, დანაშაულიც და ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვისაც ამის ძალა ეყოფა

ქართულმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა მშვიდობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – იყო შეცდომებიც, დანაშაულიც და ამის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვისაც ამის ძალა ეყოფა „რით უნდა დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ნდობის მოპოვება, თუ არა – ბოდიშის მოხდით? ბოდიშის მოხდით – საკუთარი ხალხის მიმართ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ […]

ქაცარავას პარტია “ჩვენ” და ნაკაიძის მოძრაობა “რეგიონები საქართველოსთვის” გაერთიანდნენ

დავით ქაცარავას პარტია ჩვენ და დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის გაერთიანდნენ. “ჩვენთვის არის დიდი პატივი, რომ პოლიტიკური მოძრაობა რეგიონები საქართველოსთვის შემოგვიერთდა. ტარიელ ნაკაიძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ თემებზე მომუშავე ადამიანი. მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ამ ჩვენი ერთობით ძალიან დიდ, ქვეყნისთვის საჭირო ბრძოლაში ერთად შევდივართ”, – თქვა დავით ქაცარავამ. “როცა ჩვენ […]