დიტო სამხარაძე უკრაინაში მებრძოლ ვანო ნადირაძეს და მის მუქარას პასუხობს

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიტო სამხარაძე, უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს, ვანო ნადირაძეს მიმართავს და “ტიკტოკა რემბოს” უწოდებს, რომელიც უკრაინის ომში წინა ხაზზე არავის უნახავს.
სამხარაძე ეხმიანება ნადირაძის მიერ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას,სადაც მან აღნიშნა, რომ ბრძოლაში დაღუპული მეომრებისთვის ბოდიში მხოლოდ იმიტომ კი არ აქვთ მოსახდელი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორში ურთიერთპატიებაზე განცხადება გააკეთა, არამედ იმიტომაც, რომ “მათი ბრალია, აქამდე ის რომ ცოცხალია.”
“ეს გასიებული ტიკტოკა რემბო! ერთხელ შევუთვალე, რომ იმ ლაგარტკას გავუკეთებ ერთ ადგილზე, ვითომ რუსებს რომ ესვრის, ტიკტოკზე კეკლუცა ნაძირალა! იპარჭყება, ვითომ რამის თავი აქვს და ფრონტზე წინა ხაზზე არავის უნახავს. დაქლიავებული ლუიდე ხაბაზას და მიშას შეყვარებული ბარამიძის “მეომარი”. ფუუ, შენი კაცუნა ყოფა ვატირე, ერთ დღეს როგორ არ გადაგეყრები სადმე და წონას დაგაგდებინებ,” – წერს დიტო სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია