“სტარტაპ გრაინდ თბილისი” SG-ის ქსელის 20 საუკეთესო ოფისს შორის დასახელდა

საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაცია, “სტარტაპ გრაინდ თბილისი” Startup Grind-ის გლობალური ქსელის წამყვან 20 ოფისს შორის დასახელდა, რაც ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს. Startup Grind-ი სტარტაპების ყველაზე დიდი გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც კალიფორნიაში 2010 წელს დაფუძნდა და დღეს, პლანეტაზე 500-ზე მეტ ოფისს აერთიანებს, მათ შორის თბილისში და ბათუმში. Startup Grind-ის ორგანიზებით საქართველოში არაერთი ღონისძიება […]
ცაგერში „ორბელი ჰესის“ მშენებლობისთვის სახელმწიფომ „ელ თი ემ გრუპს“ უძრავი ქონება მიჰყიდა

ცაგერში „ორბელი ჰესის“ მშენებლობისთვის სახელმწიფომ შპს „ელ თი ემ გრუპს“ უძრავი ქონება 224 900 ლარად მიჰყიდა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 17 სექტემბერს გამოსცა. საუბარია 1406 მ ხაზოვან ნაგებობაზე (მილსადენზე) და 702 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. საპრივატიზაციო პირობად განისაზღვრა თანხის ერთი თვის ვადაში გადახდა და მთავრობასა და კომპანიას შორის 2022 წლის 17 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული […]
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნეს განათლების სერიებს

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. 23 – 24 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონტულტანთან, დავით ხუცუშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე – როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია? ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება: 23 სექტემბერი – სეგმენტაცია 1) რა არის ბაზრის სეგმენტაცია 2) რას ემსახურება ბაზრის […]
უცხოური ბანკები აუცილებლად გაიგებენ თუ ქართული ბანკები სანქცირებულ პირებს მოემსახურებიან – ნიკოლოზ შურღაია

ყოფილი ბანკირი ნიკოლოზ შურღაია მიიჩნევს, რომ უცხოური ბანკები, რომლებიც ქართული ბანკების საკორესპონდენტო პარტნიორები არიან, აუცილებლად დაინტერესდებიან, ემსახურებიან თუ არა ქართული ბანკები სანქცირებულ პირებს. ნიკოლოზ შურღაია BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პირის სანქცირება ნიშნავს იმას, რომ ბანკმა კონკრეტული პირის მომსახურება სრულად უნდა შეწყვიტოს და არ მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ სანქცირებულ პირს შეეზღუდოს მხოლოდ დოლარის და ევროს ოპერაციების […]
„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. „გვერდში დგომისთვის მზადყოფნა გამოვუცხადე მოსახლეობას. ჩემთვის პატივია, რომ მომეცა საშუალება წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ვისაუბრეთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორც საქართველოში […]
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ილორის N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების” ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. „მოხიბლული ვარ, ამ ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ისინი კარგად აცნობიერებენ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს შეხვდება

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს, ეს ამ ეტაპზე ადვოკატისთვისაც უცნობია, ვინაიდან როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ის ჯაიანს ჯერ არ შეხვედრია, შესაბამისად, მისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით ცნობილი არ არის. “ჯერ არ ვიცი არაფერი საქმესთან დაკავშირებით. ბრალზეც […]
აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 41 ქვეყანას შორის დასახელდა
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რაც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომელიც მსოფლიოს 142 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებლების შეფასებას ეძღვნება. აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 66% დაიმსახურა; სამხრეთ კორეასთან, დომინიკთან, პანამასთან, მალტასთან ერთად თანაბარი შეფასებით 37-ე პოზიციაზე გავიდა და მსოფლიოს საუკეთესო […]
კესარია აბრამიძის მკვლელობას ნინო წილოსანი გამოეხმაურა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარაუდობს, რომ აბრამიძე საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი. „ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა… […]
ზურაბ ბატიაშვილი – ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურებაა

დღეს ვხედავთ საერთაშორისო არენაზე დასავლეთიდან დაშორებას და რუსეთთან დაახლოებას, რომელიც არის დემოკრატიის გზიდან გადახვევის საკითხის საერთაშორისო დონეზე დადასტურება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის „ცივილიზაციურ არჩევანს და საქართველო ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდება“. „ქვეყანაში აშკარად უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით. ამას მარტო მე […]