გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელბში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი, მუხრანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 13:15-დან 18:35 საათამდე აბონენტებს ზაჰესში და სოფელ გლდანში; 14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევიქუბრიაანი, ქოჩორაანი, ქერიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს