ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი შვიდეულის“ სესხებზე წვდომამდე და პროგრესამდე“, – […]

გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ქალაქ რუსთავის მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრთან ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა […]

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრო. „სოფლის განვითარების სააგენტოს […]

საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტური ქართველმა მოჭადრაკეებმა ყაიმით დაასრულეს

ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნიდერლანდების გუნდთან. აღსანიშნავია, რომ ქართველები თავიდან მატჩში ორი გამარჯვებით დაწინაურდნენ, პარტიები მოიგეს: ნიკოლოზ კაჭარავამ იორდენ ვან ფორესტი დაამარცხა, ხოლო ლუკა პაიჭაძემ ერვინ ლ’ამი დაჯაბნა. სამწუხაროდ პარტიები წააგეს: მიხეილ მჭედლიშვილმა და ბაადურ ჯობავამ. ვაჟების მსგავსად, საქართველოს ქალთა ნაკრებმაც გუშინდელი მატჩი ყაიმით დაასრულა. საჭადრაკო ოლიმპიადის […]

ევროკავშირი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს 10 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც დაზარალდნენ წყალდიდობით, მიიღებენ 10 მილიარდ ევროს დახმარებას ევროპული გაერთიანების ფონდებიდან კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვროცლავში. ევროკომისიის პრეზიდენტი ქალაქს პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის მთავრობების მეთაურებთან ერთად ეწვია. ვრცლად interfax – ზე

ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება – ევროკომისიის სპიკერი

ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერება, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, – ამის შესახებ POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა. „ევროკავშირი-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის პრევენციის უზრუნველყოფა. შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხის […]

სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?! – რას წერს მთავარ ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს: “ცხედრები, მკვლელობები, ცხედრებიდღენიადაგ! აი,სიძულვილით და სისასტიკით ნასაზრდოები ღატაკი ინდივიდუალური თუ “კოლექტიური სულის” შემოქმედება. ვინც სიძულვილის მომაკვდინებელ უღელს გაურიგდით და დაიდგით და ფიქრობთ, რომ საამურად მოეწყობით “მოარულ ცხედართა” სასაფლაოზე, იქნებ შეჩერდეთ სიცოცხლისთვის და დარჩეთ ადამიანებად. ადამიანურობის გამოვლენა თქვენს ძალას აღემატება?! თუ საკუთარ სიცოცხლეს […]

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. 26 წლის მამაკაცი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, მკვლელობიდან მალევე აიყვანეს, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ამოღებულია სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრებიც, რომლებშიც ჩანს, როგორ შედის და შემდეგ როგორ გარბის შემთხვევის ადგილიდან ბექა ჯაიანი. ვიდეომასალით ირკვევა, რომ დანაშაული ზუსტად 14 წუთშია მომხდარი. არსებული […]

გადავამოწმოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ეს 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი – კალანდარიშვილი

საუბნო საარჩევნო კომისიები ფაქტობრივად, უკვე დაკომპლექტდა, – ამ განცხადებით გიორგი კალანდარიშვილმა მაყურებლის შეკითხვას უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“. „საოლქოებმა უკვე მოახდინეს შესაბამისი არჩევის პროცესი და 16 სექტემბერი იყო ბოლო ვადა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაენიშნათ თავიანთი წევრები. უკვე დაიწყო გადამზადების პროცესი. ჩვენი სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს რიგ შემთხვევაში ოთხეტაპიანი, რიგ შემთხვევაში კი […]

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე. ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ასევე, იგეგმება შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ვიზიტორები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, ბინოკლითა და […]