უნგრეთსა და ნიდერლანდებს არ სურთ, რომ ევროკავშირის მიგრაციული წესები შეასრულონ

უნგრეთს, ნიდერლანდებთან ერთად, სურს, უარი თქვას ევროკავშირის მიგრაციული წესების შესრულებაზე. ამის შესახებ უნგრეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ სოციალურ ქსელში დაწერა. „უკანონო მიგრაციის შესაკავებლად საჭიროა მკაცრი ზომები, უნგრეთის მთავრობა შეუერთდება ნიდერლანდებს ევროკავშირის თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციული წესებზე უარის თქმის თხოვნით, თუკი ხელშეკრულების ცვლილება ამის საშუალებას მოგვცემს“, – დაწერა უნგრელმა მაღალჩინოსანმა. გასულ კვირას ნიდერლანდების ახლა მთავრობამ […]

ნოტრ-დამის ტაძარში ცნობილი ფრანგი პოეტის საფლავი აღმოაჩინეს

BBC ავრცელებს ცნობას იმაზე, რომ ნოტრ-დამის ტაძარში, ხანძრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების დროს, ცნობილი ფრანგი პოეტის, დიუ ბელე ჟოაშენის, საფლავი აღმოაჩინეს. როგორც გამოცემა წერს, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსეპტის ქვეშ ნაპოვნ ტყვიის კუბოში დიუ ბელე ჟოაშენის ცხედარია. როგორც მედია იუწყება, არქეოლოგების მიერ აღდგენითი სამუშაოების დროს გაკეთებული აღმოჩენები ნოემბერში, ტაძრის ხელახლა გახსნამდე ცოტა ხნით ადრე გამოიფინება.

ახლო აღმოსავლეთში ძალადობა, შესაძლოა, დამანგრეველ კონფლიქტში გადაიზარდოს – გაერო

გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის „ჰამასთან” და „ჰეზბოლასთან” დაპირისპირება რეგიონში უფრო დიდი და დამანგრეველი კონფლიქტის საფრთხეს აჩენს. „ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგავართ, დავინახოთ ხანძარი, რომელმაც შეიძლება, გადააჭარბოს აქამდე ნანახ განადგურებასა და ტანჯვას“, – განაცხადა გაერო-ს პოლიტიკური საკითხების ხელმძღვანელმა, როზმარი დიკარლომ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დიკარლომ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და სივრცე დიპლომატიისთვის კვლავაც […]

“ჭონას მარანი” ცქრიალა ღვინისა და ჭაჭის წარმოების დაწყებას გეგმავს

მომავალი წლიდან საოჯახო მეღვინეობა “ჭონას მარანი” წარმოებაში ცქრიალა ღვინისა და ჭაჭის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ მარნის დამფუძნებელმა, მიხეილ ჭონაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა. ცნობისთვის, მარნის ვენახები კურდღელაურში, წინანდლის ზონაში და მუკუზნის ზონაშია გაშენებული. მეღვინეობაში 6 სახის ღვინო იწარმოება. კერძოდ რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, საფერავი და ამ ჯიშების სეპაჟები (როდესაც რამდენიმე ჯიშის ყურძენს ერთმანეთში ურევენ). “ადგილობრივ ბაზარზე ძალიან […]

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა – ღმრთისმშობლობა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა. მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას […]

დღეს წმიდა აღმსარებელთა იოანეს (მაისურაძე) და იოანე-გიორგის (1962) ხსენების დღეა

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. ვასილს ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი თორმეტიოდე წლის ყმაწვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე) რომელმაც 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე. სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე […]

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. […]

საქართველო VS მილანი – ლეგენდების მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, დღეს 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები შეხვდებიან. დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე აცხადებს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება. […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7277; 1 ევრო – 3.0441; 1 ფუნტი – 3.6243; 1 ლირა კი 0.0800 ლარი ეღირება.

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი 21 სექტემბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება. „21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების […]