თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიც ისარგებლებენ ანალოგიური მარშრუტით.
ღონისძიებების პერიოდში, ცვლილებები შევა N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებში, მხოლოდ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამრეკელის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდება ცინცაძის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი მგზავრთა მომსახურებას განახორციელებს დადგენილი სქემით.
რაც შეეხება კანკავას ქუჩას, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილდებიან ივანე ტურგენევის ქუჩაზე, საიდანაც ივანე ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი, კანკავას ქუჩის ნაცვლად, გამოიყენებენ ჯავახიშვილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ზაქარია ქურდიანის ქუჩას და მოძრაობას ჩიქობავას ქუჩისკენ განაგრძობენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს