აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს. როგორც Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, სამხედრო დახმარების პაკეტი საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალასა და სხვა სათადარიგო ნაწილებს მოიცავს. ცნობისთვის, სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი და მოცულობა შეიძლება შეიცვალოს.

იტალიაში უკანონო მიგრაცია გასულ წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა

იტალიის ხელისუფლება ძალას არ იშურებს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი მიგრანტების რაოდენობის შემცირებაში მიღწეული პროგრესისთვის შეაქო. კირ სტარმერი იტალიელ კოლეგას შეხვდა რომში, სადაც მოლაპარაკებები გამართა მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად. „თქვენ მიაღწიეთ საოცარ პროგრესს ქვეყანაში უკანონოდ ჩამოსული მიგრანტების შესამცირებლად. შედეგად, 2022 წლიდან იტალიაში მათი რაოდენობა 60%-ით შემცირდა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის […]

ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” შენობის განახლებისთვის დახარჯულია 7 მილიონზე მეტი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. „სასწავლებელი წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს. […]

“ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს” – პლატინის რევოლუციური იდეა აქვს

2007/15-წლებში UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფეხბურთში რევოლუციური იდეა წამოაყენა. მისი აზრით, დროა, სპორტის ამ სახეობაში არა 11, არამედ 10 ადამიანი თამაშობდეს. “ალბათ, გუნდებმა 10-10-ზე უნდა დაიწყონ თამაში. 100 წელზე მეტია გუნდის სასტარტო შემადგენლობა 11 მოთამაშისგან შედგება, მაგრამ მაშინ ფეხბურთელები ნაკლებად და ნელა დარბოდნენ, ვიდრე დღეს, ისინი ფიზიკურად სუსტნი იყვნენ”, – თქვა პლატინიმ RMC-ზე. პლატინის […]

13 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კაროლინის შტატში პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კაროლინის შტატში პატიმრის სიკვდილით დასასჯელად ინექცია გამოიყენეს. 46 წლის ფრედი ოუენსი სიკვდილით 1999 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დასაჯეს. მან მაღაზიის ძარცვისას მოლარე მოკლა. მაშინ ოუენსი 19 წლის იყო. შტატის უზენაესმა სასამართლომ 19 სექტემბერს უარი თქვა სიკვდილით დასჯის აღსრულების შეჩერებაზე, ხოლო გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა არ შეიწყალა მსჯავრდებული. ოუენსის ადვოკატები ცდილობდნენ, სასჯელი […]

ჩინური მანქანები ქართული ბაზრის მოცვას აგრძელებს

საქართველოში ჩინური ავტომობილების შემოყვანა ძალიან გახშირდა. უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, მანქანების სიიაფეა. ავტობიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარზე ჩინეთის გააქტიურებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მოიტანოს. საქართველოს ბაზრით დაინტერესება ჩინური კომპანიებისგან იმდენად დიდია, რომ აქ ჩამოდიან და ბიზნესთან შეხვედრებს მართავენ. როგორც ირკვევა, ჩინური მხარე დაინტერესებულია, რომ თავიანთი წარმოების ავტომობილები საქართველოში გაყიდონ, განსაკუთრებული ინტერესი კი ელექტრომობილებზეა. როგორც ავტოიმპორტიორთა […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული კონფლიქტის ნიადაგზე, 2024 წლის 10 აგვისტოს, ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში […]

ენტონი ბლინკენი – აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება

აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება, – სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ამ მნიშვნელოვან დღეს, აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ მძიმე გამოწვევების პერიოდში სომხეთის ერთგულებას ანგარიშვალდებული […]

ერევანში გამართულ ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე 23 -წლამდელთა ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 -წლამდელთა ნაკრებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი – 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. ნიკა ბროლაძემ (67 კგ), ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა გაბისონიამ (97 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. დიეგო ჩხიკვაძე (72 კგ) და ზუკა მელაძე (87 კგ) ვერცხლის მედლებს, ხოლო თორნიკე მიქელაძე […]

ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა

ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქზე თავდასხმისას მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენა. როგორც ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. რვა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ჭურვი სამედიცინო დაწესებულების ახლოს ჩამოვარდა. ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, […]