მექსიკის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

მექსიკაში, გვადალახარას ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიქეტი დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს და წერს, რომ მფრინავი ობიექტი ერთ ადგილას იყო გაჩერებული. მისი ნახვა ასობით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეძლო. ადგილობრივებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირება ტელეფონის ვიდეოკამერით შეძლეს, რის შემდეგაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. გამომდინარე იქიდან, რომ მფრინავი ობიექტი დღისით შენიშნეს, ადგილობრივებმა სხვადასხვა რაკურსიდან საკმაოდ მკაფიო კადრების […]
არარეალისტური მოლოდინი ჩინეთთან დაკავშირებით – ახალი კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „სამოქალაქო იდეამ” და „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა”, ქართულ მედიაში ჩინეთის გაშუქების შესახებ მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია ჩაატარეს. კვლევის ავტორების თქმით, ანგარიშის მიზანი იყო მედიაში ჩინეთის შესახებ არარეალისტური, სტერეოტიპული და არაზუსტი ინფორმაციის გამოვლენა. კვლევის ავტორები ცდილობენ ჩინეთის მაგალითის მოხმობას იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობს რბილი ძალა და საინფორმაციო პროპაგანდა საქართველოში. კვლევის პრეზენტაცია მანამდე ქართველი ექსპერტებისთვის ივნისში ჩატარდა, […]
უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არმიის მხრიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – BBC

უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არმიის მხრიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში დაღუპული 70 112 რუსი ჯარისკაცის ვინაობა უკვე დადგენილია, მაგრამ სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია. დაღუპულებს შორის 13,781 (20%) მოხალისე იყო, ხოლო 19%-ს ყოფილი პატიმრები, რომლებიც ოკუპანტების არმიას დანაშაულის შეწყალების სანაცვლოდ შეუერთდნენ. რაც შეეხება, მობილიზებულ […]
თბილისში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა

თბილისში დენის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებებით 13 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. მოზარდს დენმა მის სახლთან, ავტოფარეხის თავზე დაარტყა. მიღებული მძიმე დაზიანებებით მოზარდი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19 სექტემბერს გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. წყარო: მთავარი არხი
ყველამ უნდა წარმოთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა – დღეს ღვთისმშობლობაა –

21 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას ზეიმობს; დღეს იშვება ღვთის დამტევი ჭურჭელი, ზეციური დედა… ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ – ადიდებენ ყოვლადწმინდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა “მაყვალს შეუწველს”, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა. გავიხსენოთ შობა ყოვლადწმინდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და […]
დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
როდ ლეივერის ტურნირის პირველი საშეჯიბრო დღე – ტურნირს ფედერერიც ესტუმრა

როდ ლეივერის სახელობის ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, გუნდებმა ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს და ანგარიში მათ შორის 2-2 ფიქსირდება. შეხვედრები როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართა. წყვილთა თანრიგში გამარჯვება მსოფლიოს გუნდმა შეძლო. ევროპის გუნდს ლეგენდარული ჩოგბურთელი, ბიორნ ბორგი კაპიტნობს, ხოლო მსოფლიოს გუნდის სათავეში ტიტულოვანი ამერიკელი, ჯონ მაკენროია. ტურნირს შვეიცარიელი “მაესტრო” როჯერ ფედერერი სტუმრობს. ფედერერს 103 ATP ტიტული […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გამარჯვების საკუთარ გეგმას ჩაიტანს

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გამარჯვების საკუთარ გეგმას ჩაიტანს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან. ზელენსკი შეხვდება „რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. პრეზიდენტებს შორის დაგეგმილ შეხვედრას […]
„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი. როგორც მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიის გლობალური პროგრამების უფროსი […]
აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალასა და სხვა სათადარიგო ნაწილებს მოიცავს. Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი და მოცულობა შეიძლება შეიცვალოს.