„შარშან ამ პერიოდში ახალი წლის დღეებში ჯავშნების რაოდენობა 80-85% იყო. ახლა განახევრებულია“ – სასტუმრო „საფირი ბაკურიანი“

ახალი წლის დღეებში, როგორც წესი, მთის კურორტები ხალხმრავლობით გამოირჩევა. თუმცა წელს სასტუმროები დამსვენებლების სიმცირეს განიცდიან. გაუქმებული ჯავშნების ფონზე, სასტუმროების უმეტესობა იმედებს სადღესასწაულო დღეებზე ამყარებს, თუმცა ირკვევა, რომ სტუმრიანობით არც ეს პერიოდი გამოირჩევა. ,,საფირი ბაკურიანი’’ ერთ-ერთია იმ სასტუმროებს შორის, სადაც სადღესასწაულო დღეებში დატვირთულობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სასტუმროში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ახალი წლის პერიოდში ნომრების მხოლოდ 40%-ია […]

BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა

ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა. კაცმა ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას თქვა, როდესაც პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში „ჰუსიტების“ ხელმძღვანელები იქნებიან. „როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზაში და ლიბანში, ისე გავაკეთებთ ჰოდეიდასა […]

ეუთო/ოდირის დოკუმენტი ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ მაქსიმალურად მუშაობა არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან – ნინო წილოსანი

ეუთო/ოდირის დოკუმენტი ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ მაქსიმალურად მუშაობა არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან – ნინო წილოსანი ეუთო/ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ეს ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო […]

მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც […]

ირაკლი ნადირაძე – წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენას არ დაესწრება. როგორც კოალიციის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, „რუსეთუმე კალაძესთან ერთად საკრებულოში მისვლას, სხდომაზე დასწრებას და დემოკრატიობანას თამაშს“ არ აპირებენ. „სანქცირებული კახა კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა რუსეთისკენ. ეს ადამიანი ასევე არის „ზონდერ“ ჯგუფების […]

WeChat-ში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ანგარიში გაიხსნა

WeChat-ში, ჩინეთის ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ანგარიში გაიხსნა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „დაცული ტერიტორიების სააგენტომ პოპულარულ ჩინურ პლატფორმა WeChat-ზე ანგარიში გახსნა, რათა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალი ჩინელ მომხმარებლებს გააცნოს. WeChat, რომელიც 1.3 მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალფუნქციური პლატფორმაა და კომუნიკაციის, სერვისებისა და მარკეტინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ახალი ანგარიშის საშუალებით, სააგენტოს შეუძლია მარტივად […]

საახალწლო სიახლე „დრესაპ ჯგუფში“ – საქართველოში პირველად Vero Moda-ს ბრენდული მაღაზია გაიხსნა

„დრესაპ ჯგუფი“ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: Vero Moda, პირველად საქართველოში! მაღაზიას სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ შეხვდებით და ქალის უახლეს კოლექციასაც აღმოაჩენთ, რომელიც სკანდინავიური ესთეტიკითა და თანამედროვე სტილის სრულყოფილი კომბინაციითაა გაჯერებული. Vero Moda: სკანდინავიური განწყობა საქართველოში! Vero Moda 1987 წელს, დანიაში დაარსდა და უკვე რამდენიმე ათწლეულია მომხმარებელში ერთგულ სიყვარულს ინარჩუნებს, როგორც ევროპისა და მსოფლიოს მოდის […]

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დაესწრებიან

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან. ამის შესახებ ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკრებულოს ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც მობრძანდება ქალაქის, მერი კალაძე და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები. როგორც უკვე იცით, […]

სომეხთა ეკლესია წმიდა სტეფანე პირველდიაკონს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს წმიდა სტეფანე პირველდიაკონისა და პირველმოწამის ხსენების დღეს ულოცავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა. „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია დღეს წმიდა სტეფანე პირველდიაკონისა და პირველმოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა სტეფანე პირველდიაკონი და […]

მართლმადიდებლები საქართველოში ქრისტესთვის წამებულთა დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში წამებულ ღირსთა მამათა და დედათა ხსენებას ულოცავს. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთად იხსენიებს საქართველოში წამებულ ღირსთა მამათა და დედათა – მისი წიაღიდან გაბრწყინვებულ ყველა წმიდანს. ეს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებული დღესასწაული და ქართველთა დიდი ნაწილის ანგელოზის დღეა, რადგან ისინი […]