HRW: თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი მოითხოვს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. ორგანიზაციის მიერ დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება, პოლიციამ თბილისში უხეშ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო […]
ანდრიუს კუბილიუსი – ევროკავშირი მომავალ წელს უკრაინისთვის მილიონობით საბრძოლო მასალის წარმოებას გეგმავს

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2025 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაახლოებით 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს დაამზადებენ. კუბილიუსმა hromadske-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა იარაღის მხოლოდ 20-25%-ს აწარმოებენ, დანარჩენს კი საზღვარგარეთ ყიდულობენ. წარმოების გასაზრდელად ევროპის მთავრობებისგან შეკვეთებია საჭირო, რაც ამჟამად საკმარისი არ არის. როგორც კუბილიუსმა განმარტა, იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გარეშე […]
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება. როგორც ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს, ეუთო-ოდირის დასკვნა დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს. „საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებულ დაშინებასა და ხმების […]
ნიკა მელია – უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები – წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება

უკვე ცხადია რასაც იტყვიან 20 იანვრის შემდეგ – რომ ტრამპმა ამერიკაში ვერ ამოძირკვა არაფორმალური გავლენები – წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ ეს მირაჟიც უქრება“. „რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს. ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ […]
საქართველოში წელს ფულადი გზავნილები $3.4 მლრდ-ის დონეზეა მოსალოდნელი – Galt & Taggart

ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს), – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. სებ-ის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 9.6%-ით შემცირდა 266.7 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 1.5%-იანი კლების შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა: […]
უოლ სთრითის ექსპერტები 2025 წელს აშშ-ის საფონდო ბაზრის ზრდას და ნავთობის ფასების დაცემას ელოდებიან

უოლ სთრითის ექსპერტები დადებითად უყურებენ ამერიკული საფონდო და ობლიგაციების ბაზრის პერსპექტივებს და მათ ზრდას 2025 წელს ელოდებიან – წერს Financial Times ათი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. თუმცა, ისინი აფრთხილებენ, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ზრდის გაურკვევლობას და მისმა ქმედებებმა სავაჭრო ტარიფებზე, ისევე როგორც გადასახადებზე, შეიძლება განსაზღვროს ფინანსური ბაზრების მიმართულება. ანალიტიკოსები ზოგადად დარწმუნებულნი […]
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ

სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ სახელებს ყურადღებით ვაკვირდებით. მადლობა ღმერთს, რომ ვხედავთ მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს, რომლებმაც განათლება თურქეთში მიიღეს და ჩვენს ხალხთან კავშირები აქვთ. ჩვენ სირიის რევოლუციის ლიდერთან, ალ-შარაასთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თურქეთი სირიის ტერიტორიულ […]
ომბუდსმენი – თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფ პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა, ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი საჭიროებები – გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა

2024 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)“ არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მათ დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პაციენტებსა და განყოფილების პერსონალს. „ცენტრი გათვლილია 18 საწოლზე და სრულად დატვირთულია; უნდა აღინიშნოს, […]
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – კახა კალაძე დღეს საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, ჩვენ აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით, დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე და მისი ხელქვეითები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენას არ დაესწრებიან. როგორც კოალიციაში განმარტავენ, კახა კალაძესთან „ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი“. „დღეს, 24 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს. “ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები აღნიშნულ სხდომას არ დავესწრებით. დარბაზში ისხდებიან მხოლოდ კალაძე […]
პეტრ პაველი: მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში

გასულ პარასკევს, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შესახებ, რასაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება მოჰყვა, რომ განხილულიყო ბილოდროინდელი მოვლენები. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც ანგარიშშიც ხაზგასმულია, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს რუსეთთან სულ უფრო მეტად აახლოებს. მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში, ისევე […]