კახა კალაძე – 2024 წელს თბილისში ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

მიმდინარე წელს თბილისში ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის საკრებულოში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის მიერ დაფუძნებული 190 საბავშვო ბაგა-ბაღის მეშვეობით 60 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, 2024 წელი დედაქალაქის მერიამ ხელფასების მატებით […]

გია ვოლსკი საბჭოს შექმნის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე – როგორც ჩანს, მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ

როგორც ჩანს, მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ – ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ტრიუკია, გარკვეული ნაბიჯია, რათა ხალხს პროცესი დაანახოს და ამაში არანაირი შინაარსი არ დევს, გარდა დესტრუქციისა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, […]

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ გაფიცვის რეჟიმში იმყოფებიან. შეკრებილების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ აღნიშნული პროტესტში მყოფი სტუდენტები აუდიტორიებში დააბრუნოს, რასაც სტუდენტთა ნაწილი ეწინააღმდეგება. აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. „რისთვის ვიბრძვით? – იმისთვის, რომ გაუნათლებელი პრეზიდენტი დაგვისვეს?! მოქალაქეები უკანონოდ არიან დაკავებულები. უნივერსიტეტის […]

კახა კალაძე – არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია – 2019 წელს მეტრო-ავტობუსით განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა, ეს რიცხვი 2024 წელს 320 მილიონამდე გაიზარდა

არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია – 2019 წელს მეტრო-ავტობუსით განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა, ეს რიცხვი 2024 წელს 320 მილიონამდე გაიზარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების […]

„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვისთვის KFW-მ 47 მლნ ევრო გამოყო. პროექტი 2026 წელს დასრულდება – კალაძე

მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ დამატებით შეისყიდა 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის […]

რა პროექტები განხორციელდა 2024 წელს ვაკის რაიონში?

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა – ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე. გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე […]

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს – მერია

თბილისის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს მიაღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიუჯეტიდან, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები 700 მლნ ლარს შეადგენს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი, 535 მილიონს. „2025 წელს დედაქალაქი გაზრდილი ბიუჯეტით ხვდება. თბილისის მთავრობამ საკრებულოს ახალი ბიუჯეტი წარუდგინა, რომელიც 2 მილიარდ ლარს შეადგენს. საკუთარი შემოსავლების გარდა, […]

რა მოვიმოქმედოთ ახალი წლის ღამეს იმისთვის, რომ მომავალი წელი ფინანსურად მომგებიანი იყოს? – მიხეილ ცაგარელის რჩევები

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია საკითხი, თუ რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ მომავალი წელი ფინანსურად მომგებიანი იყოს – სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ჟურნალ „სარკესთან“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა. „ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, აიღეთ 3 ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა და თითოეულს თითო სურვილი ჩაუთქვით. შემდეგ ეს მონეტები გველის სიმბოლური მონეტის გვერდით დადეთ და დილამდე დატოვეთ. გვერდით მიუდგით […]

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრაილერის მძღოლი, ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაიკითხება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრაილერის მძღოლი, ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაიკითხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” ესწრება ყოფილი პრეზიდენტიც. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაკითხავენ. სწორედ ის დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ […]

კახა კალაძე – ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის – საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს

ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის – საქართველო ძალიან მალე, წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ისტორია ყველაფერს სწორად შეაფასებს. „ზუსტად ვიცი, რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის. ზუსტად […]