კახაბერ ლაბუჩიძე – დედაქალაქი ყოველწლიურად იმაზე უკეთესია, ვიდრე წინა წელს იყო – ყველა გამზირი და ქუჩა უმაღლესი ევროპული სტანდარტისაა, ჩვენი ახალი საბავშვო ბაღებით კი ევროპის ნებისმიერი დედაქალაქი იამაყებდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავხედურად ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელია. აღნიშნული განცხადება კახაბერ ლაბუჩიძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური მოხსენებით წარდგა. „სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადებით მუნიციპალიტეტის ასობით არჩეულ მაჟორიტარს, პროპორციული სიით გასულ ასობით ადამიანს […]
ნინო რუხაძე – თბილისის ბიუჯეტი მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს

დედაქალაქის 2025 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის ძალიან შთამბეჭდავი. მან მიაღწია ისტორიულნიშნულს – 2 მილიარდ ლარს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტი მუდმივად ავლენს ზრდის ტენდენციებს და საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს აუმჯობესებს. ნინო რუხაძის თქმითვე, სინანულს იწვევს მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებლები შეიძლებოდა […]
მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტთან ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში

ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებაში ერთადერთი ლეგიტიმური პირია და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. „სათქმელი იგივეა და პოზიცია არის იგივე, ქვეყანაში გვყავს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და მოთხოვნა არის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 დეკემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წეროვანში; „11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამულო, მლაშე, ნაგლიანთკარი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის […]
გიორგი ვაშაძე – სალომე ზურაბიშვილს გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, თუ რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები

სალომე ზურაბიშვილს გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, თუ რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, ანუ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს -სამართლებრივი დასაბუთება გვაქვს იმ მოდელის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობაა და დადასტურდა, რომ არჩევები არაკანონიერად […]
კოტე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მერის გამოსვლას გამოეხმაურა. „გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება. რაც შეეხება უსაფრთხოებას და ფიზიკურ განადგურებას, კარგად გვახსოვს, თუ როგორ […]
გურამ მაჭარაშვილი: არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ

გურამ მაჭარაშვილი: არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ ისევ ვრჩები პრეზიდენტადო, აცხადებს. ბევრი დაწესებულება გვაქვს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, სადაც ადამიანებს თავი ნაპოლეონ ბონაპარტი, ზოგს კი მთავარი პროკურორი ჰგონია და […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8119 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8119 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8119 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9221 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9236 ლარს შეადგენდა. […]
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორს ხვდება

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯგუფის “დაიტოვე” წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და, როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით იქნება. გუშინ ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდნენ, სადაც ახალი არჩევნების საკითხი განიხილეს და ასევე, მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო წესებსა და პირობებს ეხება.
Berkshire Hathaway-მ ფულადი სახსრები რეკორდულ 325 მილიარდ დოლარამდე გაზარდა

მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანიამ Berkshire Hathaway-მ ფულადი სახსრების რაოდენობა რეკორდულ 325 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, იუწყება „CNBC, Oppenheimer-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ფულადი სახსრების წილი კომპანიის მთლიან აქტივებში დაახლოებით 30%-ია – ყველაზე მაღალი 1990 წლიდან. 2024 წლის პირველ სამ კვარტალში Berkshire-მა გაყიდა 133 მილიარდი დოლარის ღირებულების პორტფელის კომპანიის აქციები, მათ შორის მისი ორი უდიდესი პორტფელის კომპონენტის – […]