რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის და ჩრდ. კავკასიის ნაწილში 2031 წლამდე მაინინგს კრძალავს

რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი იმ ადგილების სიაში შეიყვანა, სადაც 2025 წლის 1 იანვრიდან 2031 წლამდე კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს. რუსეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს კრძალავს დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში. მაინინგი ირკუტსკის ოლქის, […]

“მე ფიცი სამშობლოს წინაშე მაქვს დადებული, ვაღიარებ მხოლოდ იმ პრეზიდენტს, რომელიც ლეგიტიმურია” – გიორგი თავდგირიძე

როგორც ოფიცერი, შემიძლია ვთქვა, რომ მე ფიცი სამშობლოს წინაშე მაქვს დადებული, ვაღიარებ მხოლოდ, იმ პრეზიდენტს, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ლეგიტიმურია, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა მას (სალომე ზურაბიშვილს) ექნება, ვიდრე, ახალი არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტი არ აირჩევა” – ამის შესახებ პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა: “საჭიროა, ერთიანი ფორუმი სახალხო […]

“ფეიერვერკების მაღაზიების დალუქვა არის უკანონო” – რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე: შემოსავლების სამსახურის მიერ ფეიერვერკების მაღაზიების დალუქვა არის უკანონო. ასე ნებისმიერი საქონლის გაყიდვა შეიძლება თვითნებურად აიკრძალოს, თუ ეს რაღაც მიზეზით მთავრობის ინტერესებში არ იქნება. არაერთხელ მითქვამს, რომ ფეიერვერკები არის ჰაერში ფუჭად გასროლილი ფული, რომელიც ჩინეთის ეკონომიკას აცვივა თავზე და რომლის ნაცვლად შეიძლება ეს ფული ოჯახში უფრო საჭირო საქმეს მოხმარებოდა. მისი გამოყენების შემცირებას აკრძალვა […]

ფოტოგრაფს, რომელიც ევროპულ აქციებს აშუქებს, ნიღბიანები თავს დაესხნენ

Girchi TV -ის ფოტოგრაფი, გიორგი მოსიაშვილი წერს, რომ ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავადასმსხმელებმა სახელით მიმართეს და უთხრეს: “ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო” “ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი. უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? ( აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო) დიახ – ვპასუხობ. ხოდა ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, […]

თინათინ ნიბლოშვილი: ჩვენ მუდმივი ნეგატივის პირობებში ვახერხებდით განგვევითარებინა ჩვენი ქალაქი და დღეს თბილისი ნამდვილად ევროპული დედაქალაქია

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ამბიციური გეგმები თბილისის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ის მიღწევები, რომლებიც უკვე თვალსაჩინოა ჩვენს ქალაქში, ხორციელდებოდა ზუსტად ისეთივე ნეგატიურ პოლიტიკურ ფონზე, როგორსაც დღესაც აქვს ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის ანგარიშის და 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენის […]

„მთავრობანას“ თამაშობენ ერთმანეთში – კახა კალაძე პრეზიდენტზე და ოპოზიციაზე

დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების მომზადების მიზნით საბჭოს ჩამოყალიბებაზე და ამასთან დაკავშირებით გამართულ ოპოზიციის კონსულტაციებს. მისივე თქმით, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის. „ჩვეულებრივი სისულელეა. არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება, რასაც ვხედავთ დღევანდელი მოცემულობით. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, ის იყო მრავალპარტიული. […]

ლევან ჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ ბრძოლის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დამთავრებას

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჯაფარიძემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, რომელიც დღეს დიდი სიმტკიცით იბრძვის იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც წლებია ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ავანტიურაში ჩათრევას. მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ ბრძოლის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დამთავრებას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომელიც ძალიან დიდი მოთმინებით […]

ილონ მასკი: ვინ ხელმძღვანელობდა (და ჯერ კიდევ ერთი თვით ხელმძღვანელობს) თეთრ სახლს რეალურად?

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში აზიარებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-ს ჩრდილოვანი მთავრობა მართავს. ინფორმაციის თანახმად, ბაიდენის პრეზიდენტობას ძირითადად მარიონეტები მართავენ, კაბინეტის წევრები იშვიათად იღებენ პირდაპირ წვდომას ბაიდენთან. სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენიც კი, რომელიც კაბინეტში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს, […]

შალვა ოგბაიძე: დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა ოგბაიძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა, რაც საქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი რომ სრულად განახლდა, ეს ყველასთვის ცნობილია. კვლავ გაგრძელდება თბილისის ქუჩებში ბასლაინების მონიშვნა, […]

ლევან აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს

ლევან აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს ბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. „ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოში […]