ნინო რუხაძე – თბილისის ბიუჯეტი მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს

დედაქალაქის 2025 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის ძალიან შთამბეჭდავი. მან მიაღწია ისტორიულნიშნულს – 2 მილიარდ ლარს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტი მუდმივად ავლენს ზრდის ტენდენციებს და საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს აუმჯობესებს.
ნინო რუხაძის თქმითვე, სინანულს იწვევს მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებლები შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მაღალი, რომ არა უკანასკნელი წლების განმავლობაში ის ხელოვნურად გამოწვეული რყევები, რომლებსაც ოპოზიციური ძალები ამ ქვეყანაში იწვევენ.
“ამ ყველაფრის შედეგად, ძალიან მოკრძალებული გათვლებით, ჩვენმა ქვეყანამ დაახლოებით 5 მილიარდ ლარამდე დაკარგა. ეს არის რეალურად ის, რაც წაართვეს ამ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც შეიძლებოდა ქვეყნის წინსვლას, ევროპულ ინტეგრაციას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარებოდა. ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის კი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაზე ხელშესახებ შედეგებს მიაღწია“, – განაცხადა ნინო რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში