“სილქნეტის” მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება – “ვადგენთ მიზეზებს”

“სილქნეტის” მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება. კომპანიაში bm.ge-ის უთხრეს, რომ კომპანია მიზეზების დადგენაზე მუშაობს და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრისთვის სამუშაოები. “ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მომხმარებლების ნაწილს კვლავ შეზღუდული აქვს ინტერნეტთან წვდომა. პრობლემა იყო ცხელ ხაზზე დაკავშირებაც, რაც უკვე გამოსწორებულია. ვცდილობთ დავადგინოთ ხარვეზის მიზეზები და პარალელურად, მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრისთვის შესაბამისი სამუშაო”, – […]
დემონსტრაციები ტურისტებს აფრთხობს – საპროტესტო აქციების ნეგატივი ტურიზმში

თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ტურიზმის ინდუსტრიაზე მოახდიონს უარყოფითი გავლენა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროტესტი გაგრძელდება და თან უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას პოლიტიკური სიტუაციის გამო, არავითარი საფრთხე არ ელის. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. როგორც სხვა სექტორი, ისე ტურიზმის ინდუსტრიაც პოლიტიკური მოვლენებისადმის საკმაოდ მგრძნობიარეა, თუმცა ჯერჯერობით დედაქალაქში განვითარებული მოვლენების […]
დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა

2024 წლის 23 ნოემბერს, ბუდაპეშტში, ევროპის ძიუდოს კავშირის 76-ე რიგით კონგრესზე, დავით ქევხიშვილი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა და კომიტეტის სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრი გახდა.
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი […]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეული რეჟიმით მუშაობს – ფრენების ნაწილის გადადება და გაუქმება უამინდობამ გამოიწვია

ნისლისა და ძალიან დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო – ამ დროისთვის, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუმარტეს, თბილისის აეროპორტმა, დილით, 10:00 საათიდან ჩვეული რეჟიმით განაახლა მუშაობა. “აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გუშინ ნისლი იყო და ხილვადობა ძალიან დაბალი იყო. რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო. დილის 10:00 საათიდან ჩვეული […]
უამინდობის გამო, თბილისის აეროპორტიდან ყველა ფრენა გადაიდო

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო რამდენიმე საათით. საჰაერო მიმოსვლა ამჟამად აღდგენილია. როგორც აეროპორტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, წუხელ დაგეგმილი ფრენებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა. რის შემდეგაც, აეროპორტი ვერც საჰაერო ხომალდების მიღებას ახერხებდა, ვერც – გაშვებას: “უამინდობის გამო გადაიდო ყველა ფრენა. ძალიან ძლიერი ნისლი იყო და შეუძლებელი იყო თვითმფრინავების მიღებას და მათ […]
„სილქნეტში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება და მიმდინარეობს მიზეზის დადგენა

„სილქნეტის“ მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუმარტეს, ამ დროისთვის, უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი და როდის აღდგება სრულად ინტერნეტის მიწოდება. „ტელევიზია მუშაობს. მომხმარებლების ნაწილს არ აქვს ინტერნეტი. ცხელი ხაზი ამუშავდა. ამ ეტაპზე სხვა, განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს“, – აღნიშნავენ „სილქნეტში“.
აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებს სურთ, რომ „გუგლმა“ „ქრომი“ გაყიდოს

აშშ-სიუსტიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფოთა ჯგუფის მოთხოვნა, რომელიც 23-გვერდიან დოკუმენტშია ასახული, ტექნოლოგიურ კონცერნისთვის უზარმაზარი ჯარიმების დაკისრებას ItVALISWINEBS. ის მიზნად ისახავს არამარტო საძიებო სისტემებზე „გუგლის“ მონოპოლიის დასრულებას, არამედ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მის მზარდ ამბიციებსაც ამუხრუჭებს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ბრაუზერ „გუგლ ქრომის“ ღირებულებამ შეიძლება დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარი (19,01 მილიარდი ევრო) შეადგინოს, თუ ამერიკული სასამართლო ამ ციფრული ინსტრუმენტის […]
შეერთებულმა შტატებმა 50 რუსული ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

50-ზე მეტ რუსულ ბანკს, 40 ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და ფინანსურ სექტორთან ასოცირებულ 15 თანამდებობის პირს აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა. სანქცირებულთა შორის არის Газпромбанк, რომელიც სანქცირებულია ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიერ. გარდა ამისა, დასანქცირდნენ БКС ბანკი, Центркредит, ДОМ.РФ, Синара და სხვები. […]
ნერგეეთის მეწყერით დაზარალებული 9 ოჯახი კომპენსაციას მიიღებს

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე წლის 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 9 ოჯახს კომპენსაციის სახით ჯამში 990 256 ლარი გადაეცემა. განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ საკომპენსაციო თანხის მიღების შემდეგ, მიმღებ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, 7 თებერვლის სტიქიასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მოითხოვონ რაიმე სახის კომპენსაცია. ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში […]