თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ისინი მსვლელობით 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ „წართმეული არჩევნები ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას და მომავლის წართმევას“. მსვლელობის პარალელურად, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. „გვინდა, მოსახლეობას გავაგებინოთ ის მნიშნველოვანი მეისჯები, რისი თქმაც გვინდა, კერძოდ ის, რომ […]

ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო. ახალი კორპუსების ტერიტორიაზე „მეტროპოლის“ წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები და მომავალი მობინადრეები შეიკრიბნენ და მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის […]

ლევან მგალობლიშვილი – ლორიკ მარშანიას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი სახალხო დიპლომატია მიაჩნდა

დღეს ჩვენი დროის აფხაზის, აფხაზეთის მკვიდრის, ცნობილი პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას იუბილეა, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, ლორიკ მარშანია აფხაზეთს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ხედავდა და კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზებს განიხილავდა. „მისი სიტყვები „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი […]

საია – პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება, რათა პრეზიდენტმა უფლებამოსილების ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს

„რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს აპრილი-მაისის “რუსული კანონის” საპროტესტო აქციებზე დაკავებული 6 აქტივისტის საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დიდი ხანია პატიმრობაში იმყოფებიან, საქმეების განხილვა მუდმივად ჭიანურდება. „პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, […]

რას წარმოადგენს რუსული რაკეტა „რუბეჟი“ და შეუძლია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვას მისი შეჩერება?

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, 21 ნოემბერს რუსებმა ქალაქ დნიპროს მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროების თანახმად, ეს, სავარაუდოდ, „რს-26 რუბეჟ“-ის (РС-26 „Рубеж“) მოდელის საშუალო სიშორის რაკეტაა. რა სახის იარაღია ის და შეუძლია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვას მისი ჩამოგდება? – ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Suspilne) მოგვითხრობს. რას წარმოადგენს ეს რაკეტა? „რს-26 რუბეჟი“ […]

უამინდობის გამო გზებზე მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უშგული-ლასდილის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ლახამულა-უშგულის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. “თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, […]

“სილქნეტის” მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება – “ვადგენთ მიზეზებს”

“სილქნეტის” მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია მიზეზების დადგენაზე მუშაობს და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრისთვის სამუშაოები. “ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მომხმარებლების ნაწილს კვლავ შეზღუდული აქვს ინტერნეტთან წვდომა. პრობლემა იყო ცხელ ხაზზე დაკავშირებაც, რაც უკვე გამოსწორებულია. ვცდილობთ დავადგინოთ ხარვეზის მიზეზები და პარალელურად, მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრისთვის შესაბამისი სამუშაო”, – განაცხადეს […]

თუ შვეიცარიაში ჩავა, ჰოლანს პატიმრობა ემუქრება – “სიტის” ფორვარდს პრობლემა აქვს

Goal-ის ცნობით, პროფესიონალურ კარიერასთან ერთად, “სიტის” ფორვარდ ერლინგ ჰოლანს პირად ცხოვრებაშიც პრობლემები აქვს. ირკვევა, რომ რამდენიმე კვირის წინ ნორვეგიელი შვეიცარიაში იმყოფებოდა და საგზაო წესების დარღვევისთვის 60 ფრანკით დააჯარიმეს, მაგრამ მან ჯარიმა არ გადაიხადა. ახლა კი კანომდებლობის მიხედვით, შვეიცარიაში ჩასვლის შემთხვევაში, მას ერთი დღის ციხეში გატარება მოუწევს, ან შეიძლება ჯარიმის გადახდითაც გადარჩეს. ფეხბურთელის შვეიცარიაში ჩასვლა სულაც […]

საბა ბაღდავაძე ასტანის გრანპრის გამარჯვებულია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე პარაძიუდოში (J1, უსინათლოთა შორის) ქართველი საბა ბაღდავაძე გრანპრის გამარჯვებული გახდა. პირველივე დღეს ჩვენმა ფალავანმა, საბა ბაღდავაძემ (-81კგ.) წონით კატეგორიაში ნახევარფინალურ ბრძოლაში ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალურ შეხვედრაში ტატამზე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ვიქტორ რუდენკო დაამარცხა და ასტანა 2024 გრან-პრის მფლობელი გახდა.

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.