ნიკა მელია პოლიციელებს – მანქანებში ის საშუალებებია, რომელიც საჭიროა ღამისთევისთვის: ზოგში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავი – რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? პარლამენტში შეიჭრება მანქანა?

მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თევისთვის – ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ღამისთევისთვის საჭირო საშუალებების შეტანის შემდეგ ავტომობილები რუსთაველის გამზირს დატოვებენ. “რა აზრი აქვს გზის ჩახერგვას, პარლამენტში შეიჭრება მანქანა? მანქანა სატრანსპორტო შესაძლებლობაა. 30-40 მანქანაა, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. […]
თსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ხვალ, დილის 9 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას უერთდებიან. მათი თქმით, ხვალ ქვეყნის ბედი წყდება. “გაყალბებული არჩევნებით დაგვინიშნა ერთმა კაცმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც, ხალხის ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე იკრიბება ხვალ. ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. არჩევანი ჩვენს ხელთაა – ან ვეგუებით მოპარულ არჩევნებს და უარს ვამბობთ მომავლის პერსპექტივაზე, ან ვიბრძვით, […]
“ხმა 30-მდე უბანზე მივეცი… ვადაგასული პასპორტით დავდიოდი” – სკანდალური ინტერვიუ

Post Factum-მა ჩაწერა ინტერვიუ პირთან, რომელმაც თქვა, რომ არჩევნებზე ხმა 30-მდე უბანზე მისცა და ე.წ. კარუსელებში უშუალოდ მონაწილეობდა. არჩევნების გაყალბების სქემაში ჩართვის შეთავზება გოჩა ჩალაურმა, როგორც ამბობს, გარკვეული მატერიალური სარგებლის დაპირებით, პირდაპირ გორის მერის მოადგილისგან მიიღო. ამ დახმარების ნაწილის გაცემას ბიუჯეტიდან დაპირდნენ, რაც ჩალაურს ისედაც ეკუთვნოდა, როგორც მძიმე ავადმყოფსა და სოციალურად შეჭირვებულს. “ძალიან ბევრი გაყალბება […]
“ტურისტული ნაკადის შენარჩუნებისთვის პოზიტივს უნდა ვასხივებდეთ” – როგორ აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ტურიზმზე?

Travel To Georgia-ს დირექტორი, ლაშა ბერეკაშვილი BM.GE-სთან ტურიზმის სექტორზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გავლენაზე საუბრობს. მისი შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადების შემოდინება შენარჩუნდეს და გაიზარდოს, ქვეყანა მუდმივად პოზიტივს უნდა ასხივებდეს. ამასთან, იმ სიახლეებზე უნდა ხდებოდეს აქცენტირება, რაც ქვეყანაში კეთდება. „პირველი, თუ ვინმეზე აისახება დაძაბულობა, ეს არის ტურიზმი. ჩვენ თვითშეზღუდვა გვაქვს, როდესაც ქვეყანაში აქცია, დაძაბულობა გვაქვს […]
ელენე ხოშტარია – მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა – მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი, ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა

მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა, მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი. ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებმა თქვეს, რომ ეს მთავრობა მიუღებელია. “არ აქვს მნიშვნელობა ისინი შეიკრიბებიან თუ არა იმ ოთახში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალმა […]
პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს – ადგილზე რამდენჯერმე იყო სიტყვიერი დაპირისპირება

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო. სამართალდამცავების მოწოდებაა, აქციის მონაწილეებმა მანქანები დატოვონ და რუსთაველის გამზირზე ფეხით გადაადგილდნენ. „რუსთაველის გამზირი არის დაკეტილი, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ფეხით მიბრძანდნენ, არანაირ შეფერხებას პოლიციის მხრიდან ადგილი არ ექნება”, – განუცხადა […]
DeepTech ტექნოლოგიებზე მოთხოვნა წელიწადში საშუალოდ 18,7%-ით გაიზრდება – Future Market Insights

DeepTech (ინგლისური: “ღრმა ტექნოლოგიები”) არის მოწინავე ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც დაფუძნებულია სამეცნიერო აღმოჩენებსა ან საინჟინრო ინოვაციებზე. კომპანიები, რომლებიც ქმნიან ასეთ ტექნოლოგიებს, იყენებენ რადიკალურად ახალ მიდგომებს, რაც ტექნოლოგიურ გარღვევად ფასდება. DeepTech-ის მაგალითებია ჰუმანოიდური რობოტები, ბლოკჩეინი, კვანტური გამოთვლები, სინთეზური ბიოლოგია, გაძლიერებული რეალობა და ა.შ. საკონსულტაციო ფირმა Future Market Insights-ის თანახმად, გლობალური DeepTech ბაზარი იზრდება. თუ 2023 წელს ის […]
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, ხვალ, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან საპროტესტო აქციას უერთდებიან. მათი თქმით, ხვალ პარლამენტის უკან ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება. “დილის 9 საათიდან გელოდებით სტუდენტებს, ლექტორებს, თანამოქალაქეებს, ჩვენი ფუნდამენტური უფლების, არჩევნების, დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რათა შევძლოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა ვეღარ დაექვემდებარება ცენზურას! […]
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს. შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ. აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან. გარდა ამისა, საპროტესტო აქციას ავტოკოლონებით რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები და საქართველოს დროშები. […]
საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 17 ქულით სძლია

ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 81:64 დაამარცხა. ტაბლოზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 48 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც ესპოოში ჩატარებული შეხვედრა, თამაში მძიმედ დაიწყო, სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ, პირველი […]