თინა ბოკუჩავა – ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია – ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა, ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები

პარლამენტს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალურიმოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, საიდანაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები. “ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომასაც არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო […]

ზურაბ ჯაფარიძე – დილით ეცდებიან, რომ უზურპატორებმა საკუთარ თავს ლეგიტიმაცია მისცენ, ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით

როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტთან ისინი კარვებს საჭიროების შემთხვევაში გაშლიან. „პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. […]

25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12 საათზეა დაგეგმილი

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 25 ნოემბერს 12 საათზე დაინიშნა – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც. რადიო თავისუფლება ამ დღეს პარლამენტის შენობაში ვერ შევა – პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების უსაფრთხოების არგუმენტით ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია, არაუმეტეს ორი გადამღები ჯგუფით. საქართველოს […]

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოველი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას

ჟირაფების პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფი ტემპებით მცირდება, ამის მიზეზი, ბრაკონიერობა, ურბანიზაცია და გვალვაა, რომელიც მსოფლიო კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების დაცვის სამსახური გამოვიდა ინიციატივით, რომ ჟირაფების რამდენიმე სახეობა საფრთხის ქვეშ მყოფი ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კატეგორიაში მოექცეს. ფედერალურ დაცვას პირველად, გადაშენების პირას მყოფი სახეობების აქტის მიხედვით, აფრიკაში ბინადარი ჟირაფები […]

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში პროფესიული განათლებისთვის 68,198,000 მილიონი ლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) საბიუჯეტო სესხი საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად. როგორც ფინანსური ინსტიტუტის პრესსამსახურიდან “კომერსანტს” აცნობეს, დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა. “2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ეს განპირობებული […]

ლევან ხაბეიშვილი – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის – ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი

ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის – ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი – ის არ არის მინისტრი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად, – ასე შეაფასა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, შსს-ს განცხადება. მისი თქმით, ასეთ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის „ხელქვეითი ზონდერი, გომელაური აკეთებს“. „ეს […]

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

აშშ-ში პირველი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – ქალს, რომელიც ქრონიკული დაავადებით იტანჯებოდა ორივე ფილტვი რობოტის დახმარებით გადაუნერგეს, – იუწყება ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრი NYU Langone Health. შერილ მერკარი 57 წლისაა და თვითონაც ექიმია. მას ათ წელიწადზე მეტია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს. დაავადება განსაკუთრებით კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამწვავდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა. ოპერაცია ერთი თვის წინ ჩატარდა […]

კიევი პარტნიორებს მოუწოდებს გადასცენ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ “ორეშნიკის” რაკეტების გადაჭერა

უკრაინის პარტნიორებმა რუსეთის შანტაჟს უნდა უპასუხონ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით, რომლებსაც შეუძლიათ “ორეშნიკის” ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს. “რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება მისი ტიპური შანტაჟია. პუტინი ცდილობს დააშინოს ყველა, ვინც უკრაინას უჭერს მხარს”, – წერს […]

ხატია დეკანოიძე – არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი – ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამას არ “გაატარებენ”

არავის ეშინია შსს-ს განცხადების, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას, რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, საიდანაც მოქალაქეები პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ. “არავის ეშინია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, აქედან მსვლელობით მივდივართ პარლამენტთან, იქ ვიქნებით, ღამეს გავათენებთ, […]

თამარ კორძაია – ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მოიპარეს, ფეხქვეშ გათელეს – ეს საბოლოოდ, არავის შერჩენია, არც ამათ შერჩებათ

დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ხვალ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს – კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთონ, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რესპუბლიკის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან, შემდგომ კი საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ. როგორც კორძაიამ განმარტა, ძალაუფლების მოპარვა არავის შერჩენია. “საქართველოს მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ […]