პოლიცია აქციის მონაწილეებს ავტომობილებით გადაადგილებას უზღუდავს რესპუბლიკის მოედანზე

მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ დგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა. შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ – […]
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ ვიკინგების მონეტამ შესაძლოა ამერიკის ისტორია გადაწეროს

აშშ-ს შტატ მეინის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა ვიკინგების მონეტამ, რომელსაც სპეციალისტები უმნიშვნელოვანეს არტეფაქტად თვლიან, შესაძლოა ამერიკის ისტორია გადაწეროს, – წერს DailyMail-ი. ნორვეგიული მონეტა 1957 წელსაა ნაპოვნი, თუმცა მისი შესწავლა დღემდე გრძელდება და ექსპერტების აზრით, მას შეუძლია სიღრმისეულად შეცვალოს ევროპული კვალის ქრონოლოგია ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილი მონეტა შეიძლება გახდეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიკინგებმა ამჟამინდელ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს ბევრი […]
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. როგორც საკრებულო განმარტავს, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ტრადიციულად წელსაც უერთდება. თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა საზოგადოების […]
ვაჟა სირაძე – რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? – სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული?

დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს ეხმარებიან, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით წავიდნენ. „დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის. სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ოდესმე გაგიგიათ? უსაფრთხოებიდან […]
როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ “რომასთან” მატჩში?

კვარააა გაიქეცი დროზე იქედან,არაა ეს შენი სტილის გუნდი კონტეს ხელში.მეასედ ვიტყვი,კონტე კვარას თამაშს უკრგავს სანახობას,შემოქმედებას,თავისუფლებას.კონტე ხდის კვარას ჩვეულებრივ დავალებების შემსრულებლად.ერთი ბურთის რამენაირად სეგდება და მერე მისი შენარჩუნება მთელი გუნდის ძალისხმევით.თან ბევრჯერ უმართლებს,არ ვიცი სანამდე.ეს არაა კვარას ფეხბურთი. ასეთი თამაშით ნაპოლი ვერ გაქაჩავს ბოლომდე. გასვლაზე წააგებს, საშუალო გუნდებდათ. თუ პირველი გოლი გაუშვა, თამაშის შემობრუნება აშკარად გაუჭირდება. […]
,, წარმოგიდეგენთ ცოლების მიერ განაცებულების (ანუ დაღუპულთა) სიას” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი: ,,ამბობენ, რომ ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას. მე კი, წარმოგიდეგენთ ცოლების მიერ განაცებულების (ანუ დაღუპულთა) სიას: 1. ბუკა პეტრიაშვილი; 2. ლევან გოგიჩაიშვილი; 3. კოტე ყუბანეიშვილი; 4. ალა პუგაჩოვა”
“ხვალ მთავარი გამოცდა გველის, დილის 9 საათზე პარლამენტის უკან” – თსუ-ს სტუდენტების განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ: ,,გაყალბებული არჩევნებით დაგვინიშნა ერთმა კაცმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც, ხალხის ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე იკრიბება ხვალ. ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. არჩევანი ჩვენს ხელთაა – ან ვეგუებით მოპარულ არჩევნებს და უარს ვამბობთ მომავლის პერსპექტივაზე, ან ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს თითოეულ ხმას და ვიმარჯვებთ. სტუდენტები არ ვაპირებთ, შევეგუოთ გარუსებას, ცენზურას, თავისუფლების შეზღუდვას, კონსტიტუციისა […]
პრესის თავისუფლების ინდექსით რეგიონში სომხეთი ლიდერობს – RSF

საერთაშორისო ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) – თანახმად, სომხეთში პრესის თავისუფლების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა და ქვეყანა 71.6 ქულით ამჟამად მე-40 ადგილს იკავებს. 2023 წელს სომხეთი 70.61 ქულით 49-ე ადგილზე იყო. რაც შეეხება საქართველოს, 2023 წელთან შედარებით, რეიტინგში 26 პუნქტით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 53.05 ქულით 103-ე ადგილზეა. 2023 წელს საქართველო 61.69 ქულით 77-ე ადგილზე იყო. […]
“შეციებული სპეცრაზმი” – დაპირისპირება რუსთაველზე

დაპირისპირებაა რუსთაველზე – ამ წუთებში, პოლიცია აქციის მონაწილეებს ავტოკოლონით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. შსს-ს მაღალჩინოსნები მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ისინი მხოლოდ ფეხით უნდა გადაადგილდნენ. “ავტოკოლონაზე თანხმობა იყო როცა გზა იყო გახსნილი და მოძრაობა იყო. ახლა დაიკეტა, უამრავი ადამიანი დგას, პოლიციელი, აქციის მონაწილე, როგორ უნდა გავხსნათ გზა, როგორ ვამოძრაოთ მანქანები”, – ამბობს გოგა მემანიშვილი. ოპოზიციონერი ლიდერები ეუბნებიან, […]
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი […]