პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი დგას. ამასთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან. ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, […]

პარლამენტთან კარვებს შლიან

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან. კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი წყალი, საკვები, ათობით პარალონი, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა, […]

“დედამ დიდი ქურთუკი ჩამაცვა, თუ დაგარტყეს არ გეტკინებაო” – ბსუ-დან “გუშაგები” თბილისისკენ წამოვიდნენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური პროტესტის, “გუშაგების” ერთ-ერთი ორგანიზატორი, მათე ცენტერაძე, სოციალურ ქსელში, წერს: სახლიდან რომ გამოვდიოდი, დედაჩემმა დამლოცა. ადრე სულ წუწუნებდა და შეშინებული მიშვებდა, ახლა ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ყველაზე დიდი ქურთუკი ჩამაცვა, თუ დაგარტყეს არ გეტკინებაო. ამაზე მეტად რა უნდა მატკინოთ. თავისუფლება გვინდა ჩავუტანოთ ჩვენს დედებს და ამიტომ მოვდივართ ბათუმელი სტუდენტები, ამ გულწრფელ გრძნობას […]

ხვიჩა ნაადრევად შეცვალეს – “ნაპოლიმ” “რომა” დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა

სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომას“ 1:0 მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში დაწინაურება ვერ შეძლეს. კვარაცხელიას დებიუტში ჰქონდა შანსი, როდესაც თავურით მიზანს ვერ უწია. შემდეგ მას მეტოქე ეუხეშა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მსაჯმა ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა. მეორე ტაიმში ნეაპოლურმა […]

რუსთველის გამზირზე კარვებს შლიან

რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი დღეს პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებს, ნაწილი კი მათ დილის 9:00 საათზე შეუერთდება. პარლამენტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები: მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გმობენ და საქართველოს ევროინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებენ. სტუდენტები მოუწოდებენ თსუ-ს ადმინისტრაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს უნივერსიტეტის წესდებას, სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმასა და ადამიანური ურთიერთობების ფორმებს “ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, დემოკრატიული წესწყობილების ჩამოყალიბებასა […]

პუტინმა ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ რატიფიცირებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც თანდართულ დოკუმენტებშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, დოკუმენტი ადგენს სამხედრო პროდუქციის მიწოდების წესს. თავად შეთანხმებას ხელი 23 აგვისტოს მოეწერა.

ოთარ ზურაბიშვილი – არალეგიტიმური არჩევნების შედეგად მივიღეთ არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა -ჩვენ ლეგიტიმურები ვართ საერთაშორისო არენაზე, ეს მთავრობა მორჩება

არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ. ჩვენ ლეგიტიმურები ვართ საერთაშორისო არენაზე. ეს მთავრობა მორჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია დაიწყება. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია. “არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ. ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები, სხვა […]

ვაჟა სირაძე ხატია დეკანოიძეს – ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ!

ძალადობაზე თქვენ ნუ ლაპარაკობთ, – ასე მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს. დეკანოიძე მანამდე ვაჟა სირაძეს ესაუბრებოდა პოლიციელებზე, რომლებსაც სახე ნიღბით აქვთ დაფარული. „ეს ნიღბიანი ხალხი რას ნიშნავს? ვინ არიან ესენი?“ – მიმართა დეკანოიძემ. ამის საპასუხოდ ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ მათ სცივათ და ამიტომ უკეთიათ ნიღბები. […]

ანა დოლიძე – ბევრი 25 ნოემბერი უნახავს საქართველოს, მაგრამ ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება

ბევრი 25 ნოემბერი უნახავს საქართველოს, მაგრამ ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, „მშვიდობიანი წინააღმდეგობა“ შედეგს მოიტანს. „საქართველოს ისტორიის განმავლობაში ბევრი დღე გვინახავს, როდესაც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის და საქართველოს ოკუპაციის მცდელობა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჩვენ შევძელით, დამოუკიდებლობა და ერობა შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საქართველოს დეოკუპაციისა და ევროპული […]