იაპონია ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს შექმნის

2025 წელს იაპონია მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას, – იუწყება BBC. იაპონელი ინჟინრების თქმით, სუპერკომპიუტერი ათასჯერ უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე მანამდე შექმნილი კომპიუტერები. მისი გამოშვება 2030 წლისთვის იგეგმება. იაპონელებს სუპერკომპიუტერის შექმნა 750 მილიონი დოლარი დაუჯდებათ. ახალ სუპერკომპიუტერზე იმუშავებენ იაპონური კომპანიები RIKEN-ი და Fujitsu. ყველაზე მძლავრ იაპონურ სუპერკომპიუტერად Fugaku ითვლებოდა, თუმცა მან ეს ტიტული […]
გოჩოლეიშვილი დანიაში ყოჩაღობს – “კოპენჰაგენი” ლიდერია

დანიის სუპერლიგის მეთექვსმეტე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ლუნგბიუ“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა კარგად და შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.7, sofascore 7.3. „კოპენჰაგენი“ 30 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, სუმგაითში კონფერენს ლიგაზე მინსკის „დინამოსთან“ ჩაატარებს. კოპენჰაგენი – ლუნგბიუ 2:1 გოლები: 1:0 რობერტი (19), 2:0 ფროჰოლდტი (81), […]
პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული – რუსთაველზე კარვები გაშალეს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის წინ კი, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ და აპროტესტებენ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებას კარვები გაშალეს. დემონსტრანტები აპირებენ ღამის პარლამენტთან გათევას. მანამდე, საღამოს 9 საათზე აქციის მონაწილეებმა შეკრება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყეს საიდანაც მოგვიანებით პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით გაემართნენ. გზად ვითარება მცირე ხნით დაიძაბა, როდესაც ავტოკოლონით […]
“სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება სადავო გახდა, დავა აღძრულია. სანამ დავა არ დასრულდება მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა თქვან, ეს ასეა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო.
“ეჰ, ქოცებო, რავა ყველა ფრონტზე უნდა დაგერხეთ?” – რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე: ტრადიციულ ღირებულებათა დამცველმა დონალდ ტრამპმა ფინანანსთა მინისტრად შეარჩია ლგბტ თემის წარმომადგენელი სკოტ ბესენტი. კიდევ უფრო მეტი-მთლად სოროსის ფონდიდან ყოფილა. უფრო მეტზე კიდევ უფრო მეტი: სკოტ ბესენტი იმყოფება ჰომო-ქორწინებაში და მისი პარტნიორია ნიუ-იორკის ყოფილი მთავარი პროკურორი ჯონ ფრიმენი და ზრდიან ორ აყვანილ შვილს. ეჰ, ქოცებო, რავა ყველა ფრონტზე უნდა დაგერხეთ? p.s. სხვათაშორის, სანქციების […]
პარლამენტთან ამ დროისთვის 4 კარავია გაშლილი

საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ დროისთვის, 4 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებს კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი აქვთ წყალი, საკვები, „პარალონები“, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს, სცენიდან აქციის ორგანიზატორები მიმართავენ, ამასთან როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებს სცენიდან პერიოდულად გააცნობენ სამოქმედო გეგმას. პარალელურად, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე […]
გიორგი ვაშაძე – დღეს პარლამენტთან შეკრებით ვამბობთ, რომ ხვალ ამ შენობის შიგნით რაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა!

დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ ხვალ ამ შენობის შიგნით რაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მან მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მიაწვდიან მათ ინფორმაციას […]
აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს. ამ დროისთვის მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწიელთა თქმით, ისინი ღამეს რუსთაველზე გაათენებენ. როგორც ამბობენ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ხალხი კვლავ მოემართება დედაქალაქისკენ და ისინიც შეუერთდებიან აქციას.
მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ახლა გვაქვს გადარჩენისთვის ბრძოლა, სად იქნება ჩვენი ქვეყანა: თავისუფალ სამყაროსთან თუ ისევ რუსეთში და ჭაობში – ბოლშევიკები ამ ქვეყანას არ სჭირდება, თუმცა ხელისუფლებაში ბევრი ბოლშევიკი და რუსი გვყავს

ჩვენ ახლა გვაქვს გადარჩენისთვის ბრძოლა, სად იქნება ჩვენი ქვეყანა – იქნება თავისუფალ სამყაროსთან თუ ისევ რუსეთში და იმ ჭაობში, რომელშიც 70 წელი ვიყავით – ბოლშევიკები ამ ქვეყანას არ სჭირდება, თუმცა ხელისუფლებაში ბევრი ბოლშევიკი და რუსი გვყავს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროტესტს და წინააღმდეგობას, ყოველთვის […]
კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა, – იუწყება Reuters-ი. საქმე ეხება მოწყობილობას, რომელსაც ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის მაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს. მოწყობილობა განკუთვნილია პარალიზებული ადამიანებისთვის. ჩიპის მეშვეობით ისინი შეძლებენ აკონტროლონ ციფრული მოწყობილობები აზრის მეშვეობით. კომპანიაში თვლიან, რომ ასეთი მოწყობილობები ბევრად გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრებას. ოპერაციები ჩატარდება ტორონტოს University […]