“დედამ დიდი ქურთუკი ჩამაცვა, თუ დაგარტყეს არ გეტკინებაო” – ბსუ-დან “გუშაგები” თბილისისკენ წამოვიდნენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური პროტესტის, “გუშაგების” ერთ-ერთი ორგანიზატორი, მათე ცენტერაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
სახლიდან რომ გამოვდიოდი, დედაჩემმა დამლოცა. ადრე სულ წუწუნებდა და შეშინებული მიშვებდა, ახლა ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ყველაზე დიდი ქურთუკი ჩამაცვა, თუ დაგარტყეს არ გეტკინებაო. ამაზე მეტად რა უნდა მატკინოთ. თავისუფლება გვინდა ჩავუტანოთ ჩვენს დედებს და ამიტომ მოვდივართ ბათუმელი სტუდენტები, ამ გულწრფელ გრძნობას ვერ ჩაახშობთ.
ცნობისთვის, “გუშაგებმა” დაანონსეს, რომ დილით აქციას შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე