სამი ახალი მინისტრი მთავრობაში – კობახიძემ ახალი კაბინეტი წარადგინა – Netgazeti • ილია დარჩიაშვილი • მაკა ბოჭორიშვილი • Netgazeti.ge

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალი სამთავრობო კაბინეტი წარადგინა. ცვლილება სამ სამინისტროშია: · საგარეო საქმეთა სამინისტრო – მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილის ნაცვლად; · იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი რატი ბრეგაძის ნაცვლად; · გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი ოთარ შამუგიას ცაცვბლად. კობახიძის თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს, 25 ნოემბერს წარედგინება. ბოჭორიშვილიც, ოხანაშვილიც და […]
ახალ მთავრობაში იცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, – რომელსაც პარლამენტი 25 ნოემბერს დაამტკიცებს, – სამი მინისტრი იცვლება. მინისტრობის კანდიდატები – პარლამენტის წევრები – კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე: საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა. ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. […]
ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

25 ნოემბერს, გამთენიისას, ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა გერმანული ლოგისტიკური კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა, Boeing-მა. სააგენტო Delfi-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა. ბორტზე ორი პილოტი და კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ. სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით დადასტურებულია ერთი მფრინავის სიკვდილი. DHL-ის თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს ვილნიუსის აეროპორტის და ლიეტუვის პოლიციის წარმომადგენლებმა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი […]
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსთაველზე აქციის მონაწილე დააკავეს

დააკავეს კაცი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1980 წელსაა დაბადებული და წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევია. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ 2021 წელს კაცის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი მშობელზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის […]
განახლებადი ენერგიის საინვესტიციო გარემო საქართველოში – ინტერვიუ მაია მელიქიძესთან

საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი ქვეყანა მდიდარია როგორც ჰიდროს, ასევე ქარისა და მზის ენერგიების მოპოვებისა და გენერირების მიმართულებით. ბოლო პერიოდში ასევე აქტუალური გახდა ბიო მასისგან მიღებული ენერგიის მოპოვება. ,,GREDA’’ განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით 2017 წლიდან მუშაობს. ,,კომერსანტი’’ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს მაია მელიქიძეს ესაუბრა და მას ქვეყანაში არსებული […]
ქალაქში ტურისტული დატვირთულობა საგრძნობლად შემცირებულია, რაც ჩვენზეც აისახება – „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

ზოგადად ქალაქში ტურისტული დატვირთულობა საგრძნობლად შემცირებულია და ეს, რა თქმა უნდა, თითოეულ სასტუმროზე, მათ შორის, ჩვენზეც აისახება, – ამის შესახებ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა, ნატალია ჩანადირმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამ ტენდენციისა, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ადმინისტრაციის მოლოდინი საშობაო სეზონის მიმართ, პოზიტიურია. სადღესასწაულო პერიოდში სასტუმრო თითქმის სრულად დატვირთულია. […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევაა

25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ იმ მიზეზებსა და კანონის იმ ნორმებს, რაც პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებით ირღვევა. „2024 წლის 25 ნოემბერს […]
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “ასეთი ტიპის ბრძოლა, თავიდანვე განწირულია… ოპოზიციამ პროტესტის აგორების ახლებური ტექნოლოგია უნდა მოიფიქროს” სადავო კანონების გაწვევა არჩევნების აღიარების სანაცვლოდ – დაიწყებს თუ არა “ოცნება” პოლიტიკურ ვაჭრობას დასავლეთთან ვახტანგ ძაბირაძე – “2003 წლის სცენარის განვითარებისთვის საფუძველი და მზაობა არ არსებობს” “მოსკოვი შესაფერის მომენტს ელოდება და შემდეგ აფხაზებს დასჯის” – მამუკა არეშიძე ირაკლი მელაშვილი – […]
ბარსელონაში, ქალაქის ტურისტულ ცენტრში, ბინის ქირის გაძვირება გააპროტესტეს

შაბათს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ბარსელონას ქუჩებში და ქალაქის პოპულარულ ტურისტულ ცენტრში ბინის ქირის გაძვირება გააპროტესტა – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მოძრაობა ქალაქის მთავარ გამზირებზე – მათ ეჭირათ წარწერები: „ნაკლები ბინა ინვესტორებისთვის, მეტი მცხოვრებლებისთვის“ და „საცხოვრებლის გარეშე ადამიანები იცავენ თავიანთ უფლებებს“. ისინი ითხოვდნენ ქირის მინიმუმ ნახევრამდე შემცირებას.
ბჟანია ისევ აპირებს აფხაზეთის „პრეზიდენტად“ კენჭისყრას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი ასლან ბჟანია ისევ აპირებს „პრეზიდენტად“ კენჭისყრას. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბჟანია ამბობს, რომ „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მონაწილეობას „აუცილებლად მიიღებს“ და თავის კანდიდატურას დააყენებს. ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა „სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია არ მისულა „დაუბრუნებელ წერტილამდე“. ასლან […]