თელავში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

თელავში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ვანთაში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ მანქანას დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს