მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა დაიწყო, რომელსაც უხუცესი წევრი, ლადო კახაძე უძღვება. როგორც მან განაცხადა, რეგისტრაცია გაიარა 89 დეპუტატმა, შესაბამისად, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს. „როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მე, როგორც სხდომაზე დამსწრე პარლამენტის უხუცესი წევრი, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნილად […]
აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო – სამეურნეოს აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება – ინფორმაცია საქსტატმა გაავრცელა. შესაბამისად თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად 28 ნოემბერს დაიხურება. თვითრეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მაღალი აქტივობა და მოთხოვნაა. თვითრეგისტრაციის მეთოდით უკვე ისარგებლა ათეულობით ათასმა მოქალაქემ, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ეხლაც და მათი რაოდენობა მზარდია. ამიტომ მაღალი […]
როგორი იქნება „ვარკეთილი მოლი“ და როდის დასრულდება მშენებლობა

ვარკეთილის მეტროსთან გარე ვაჭრობა თბილისის მერიამ 2022 წელს აკრძალა და იქ არსებული კონსტრუქციებისგან ტერიტორიაც გაათავისუფლა. თბილისის მერი კახა კალაძე მაშინ ამბობდა, რომ გარე მოვაჭრეები სპეციალურ სავაჭრო ზონებში იქნებოდნენ გადაყვანილი. მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ვარკეთილის მეტროს უკან, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე იმსჯელეს და მრავალჯერ შეცვლილი პროექტის ახალი განაშენიანების რეგულირების გეგმაც დაამტკიცეს. ახალი პროექტის ფარგლებში […]
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – თბილისის მერია

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა. „გადაადგილება შეიზღუდა კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; მოძრაობა […]
ბადრი ჯაფარიძე – შალვა პაპუაშვილს ნაკლებად ვუსმენ – რაც არ უნდა „იღლიცინოს“ პაპუაშვილმა, ეს ვითარებას არ შეცვლის, არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას

შალვა პაპუაშვილს ნაკლებად ვუსმენ – რაც არ უნდა „იღლიცინოს“ პაპუაშვილმა, ეს ვითარებას არ შეცვლის. არავინ აპირებს პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ საქმიანობას აგრძელებს და მშვიდობიანი წინააღმდეგობა ერთადერთი სწორი პასუხია ასეთ უმსგავსობაზე. „პაპუაშვილი იმას ამბობს, რასაც უბრძანებს […]
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება, რომელიც სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე იქნება წარმოდგენილი. სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა. სხდომაზე მიწვეული არიან მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. პარლამენტის პირველ […]
მიხაელ როთი – გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი“ არ უნდა შეიკრიბოს. „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, – წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ცნობისთვის, დღეს, 12:00 საათზე XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება. პარლამენტის სასახლეში პარტია „ქართული […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში […]
დიმიტრი ცქიტიშვილი – ის ქვეყანა, რომლის პარლამენტშიც მხოლოდ ერთი პარტიაა, დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება – ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთპარტიული პარლამენტის რეალობა ქვეყანაში არ შედგეს

ჩვენც აქ ვართ, ამ პროტესტის განუყოფელი ნაწილი ვართ და გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას – ალბათ, დაიწყებენ სესიას და დაიწყებენ იმ პროცედურებს რომელიც განსაზღვრულია, უბრალოდ, საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია – იქნება ეს ხანგრძლივი პროტესტი, თუ ჩვენც დავიღლებით და შევეგუებით ამ პროცესს, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ ხელები არ […]
ქართული ოცნების პარლამენტის სხდომა გაიხსნა

ქართული ოცნების პარლამენტის სხდომა გაიხსნა. სხდომა მე-11 მოწვევის პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა. სხდომას ოცნების 89-ვე დეპუტატი ესწრება, მათ შორის სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტში არ იმყოფება არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიცია, ისინი ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებენ. სხდომა არ გაუხსნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. სხდომას, ასევე, არ ესწრებიან ელჩები.