ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება წინ მიდის – ისრაელის წარმომადგენელი გაეროში

ისრაელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 25 ნოემბრის მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰეზბოლასთან “წინ მიდის.” მაგრამ, დენი დანონი დაჟინებით აცხადებს, რომ ისრაელი შეინარჩუნებს შესაძლებლობას დაარტყას სამხრეთ ლიბანს ნებისმიერი ხელშეკრულების ჩარჩოებში. დანონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომ ისრაელის კაბინეტი 25 ან 26 ნოემბერს იმსჯელებდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელმა უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბიმ […]
Politico – სერბეთის პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

სერბეთის პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. სერბეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი 2025 წლის ბიუჯეტის წარდგენას ცდილობდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევაში მთავრობა დაადანაშაულეს და ბანერები აღმართეს, წარწერით „ხელები სისხლში გაქვთ“. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ […]
სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულა დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი და ისაკო დევიძე, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ასევე მოინახულა 19 ნოემბერს დაკავებულო ისაკო დევიძე, რომელსაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა. „25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე […]
20 წლის განმავლობაში იტალიაში ღვინის მოხმარება 25%-ით შემცირდა

კვლევითი კომპანია Nomisma Wine Monitor-ის თანახმად, იტალიაში ღვინის მოხმარება 20 წლის განმავლობაში შემცირდა 2003 წლის 29,3 მილიონი ჰექტოლიტრიდან 2023 წელს 21,8 მილიონ ჰექტოლიტრამდე. ინფორმაციას Gambero Rosso ავრცელებს. Wine Monitor–ის გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდა მომხმარებელთა შორის ღვინის პრეფერენციები იცვლება. ამრიგად, 93% ეძებს ღვინოს გარემოსდაცვითი სერტიფიკატებით, 59% ურჩევნია ღვინოს გამჭვირვალე მინის შეფუთვაში, 53% ურჩევნია ღვინო დაბალი ალკოჰოლის შემცველობით, […]
კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები: ვუერთდებით პროტესტს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები მანიფესტს აქვეყნებენ. მანიფესტში, რომელსაც 85-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აღნიშნავენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ასუსტებს მთელ სახელმწიფოს და დაუცველს ტოვებს მას შიდა და გარე საფრთხეების წინაშე. ისინი უერთდებიან საზოგადოების პროტესტს და ითხოვენ სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარებულ ახალ არჩევნებს. “საქართველოში […]
„რა მაინტერესებს იცით, ამ ჭკვიანებმა, 88 პარლამენტარით პარლამენტის თავმჯდომარე როგორ აირჩიეს?“ – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი: „რა მაინტერესებს იცით, ამ ჭკვიანებმა პარლამენტის თავმჯდომარე როგორ აირჩიეს? პარლამენტის რეგლამენტის 107 მუხლის 6. პუნქტის თანახმად – “პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორმა მესამედმა. ” ! პარლამენტმა კი ცნო 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება, მაგრამ სხდომაზე რეგისტრაცის გადიოდა 88-89 კაცი. პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორი მესამედი კი 100 […]
მადლიერების დღის წინ, ბაიდენმა ინდაურები შეიწყალა

ამერიკაში მადლიერების დღე ახლოვდება, თეთრი სახლი კი ტრადიციას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ორი ინდაური შეიწყალა. ეს არის საპრეზიდენტო ტრადიცია, რომელიც უკვე 77 წელია უწყვეტად გრძელდება. თუმცა, ტრადიციის ფუძემდებლად, აშშ-ის 16-ე პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი მიიჩნევა, რომელმაც, გადმოცემით, ინდაური საკუთარი ვაჟის თხოვნით შეიწყალა. ჯო ბაიდენისთვის, ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ის თეთრ სახლში […]
აწყური-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

აწყური-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. “ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის […]
„ბიმბილი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს – რა ფასად იყიდება რაჭული ღვინო

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე მარანი „ბიმბილი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ამის შესახებ მეღვინეობის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ გურგენიძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისივე ცნობით, ექსპორტის წილი მათ წარმოებაში 20%-ს შეადგენს. რაჭული ღვინოები ისეთ ბაზრებზე გადის, როგორიცაა ამერიკა, გერმანია, ავსტრია და სხვა. წლის ბოლომდე კი, „ბიმბილის“ ღვინო ჩინეთშიც უნდა გავიდეს. „ჩინეთმა ჩვენთან ხანგრძლივი ხელშეკრულება დადო, რომელიც დაახლოებით 35000 ბოთლის გაგზავნას ახალ […]
გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად

გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – ვიზრუნებთ ქართული ოცნების ასრულებაზე, რაც შეიძლება მალე, ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ […]