ვახტანგ ძაბირაძე – ოპოზიციამ უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ფიქრობს – როდესაც ამბობ: პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ქმნი ილუზიას, უნდა იცოდე, რამდენად შეგიძლია მისი რეალიზება

როდესაც ამბობ: პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ქმნი რაღაც ილუზიას, უნდა იცოდე, რამდენად შეგიძლია ამის რეალიზება – დღეს აქციაზე არ იყო [ხალხის] ის რაოდენობა, რაც უნდა ყოფილიყო პარლამენტის პირველ სხდომის დროს , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, საზოგადოებაში იმედგაცრუებაა და ეს ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას. […]

სალომე სამადაშვილი – მიგვაჩნია, რომ კარგია და სწორია, მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა მოხდეს ერთობლივად, ყველა ოპოზიციური ძალის მიერ – რადგან დაიწყო ეს პროცესი, ჩვენც ხვალ შესაბამის ოფიციალურ პოზიციას დავაფიქსირებთ

ჩვენ ერთობლივად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ოთხმა პარტიამ, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას, რაც ნიშნავს სიების ჩახსნასა და მანდატებზე უარის თქმას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილის თქმით, ამჟამინდელი პარლამენტი თვითლიკვიდირებულია და მას ვერ წარმოუდგენია, რომელიმე ოპოზიციონერს სხვა პოზიცია ჰქონდეს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. “ჩვენ ამაზე ძალიან […]

გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, კმ53-კმ59 (კორშა-გუდანი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, […]

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბრიუსელში, ევროპარლამეტთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ, იტყობინება მოძრაობა „ქარები“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ „პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც მოგვპარა რაღაც“. „ისტორიული დღეა. ევროპარლამენტის წინ ვშლით კარვებს ქართველები და ვიწყებთ შიმშილობას, კონკრეტული მოთხოვნით: არ აღიარონ გაყალბებული არჩევნების შედეგები, გამოფხიზლდეს დასავლეთი და დაასანქციროს ის პირები, ვინც გააყალბა არჩევნები“, – ამბობს იგი. […]

ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „ბიუჯეტის მოცულობა 500 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებაში 118 მილიონი ლარით მეტია. პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული: • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 266 მილიონ 36 ათას 600 ლარი • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 29 მილიონ […]

ლიეტუვაში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზი დასახელდა

DHL-ის Boeing 737-400 თვითმფრინავი, რომელიც ლაიფციგი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ამ დილით, ვილნიუსის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. ეკიპაჟის ხუთი წევრიდან ერთი ადგილზევე დაიღუპა, დანარჩენები კლინიკაში არიან გადაყვანილი. ლიეტუვის ხელისუფლებამ კატასტროფის მიზეზად შესაძლო ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუკასის თქმით, ტრაგედიის დეტალებზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, რადგან თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან სულ ორი საათია გასული. ვიტკაუკასმა ასევე დაადასტურა ლიტვის […]

,, ჩამოშვებული ცხვირები ავწიოთ ზევით, ერთი კარგად გამოვიძინოთ და მომავალს მივაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

,, ჩამოშვებული ცხვირები ავწიოთ ზევით, ერთი კარგად გამოვიძინოთ და მომავალს მივაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი: ,,კარგია, რომ რაღაცეების ამოთქმა დაიწყო ხალხმა. ყველაფრის ბოლომდე თქმა და გააზრება ნიშნის მოგებისთვის არ გვჭირდება. რა დროს ეგ არის. ახლა მოცემულობაა ისეთი, რომ დიდი, სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს. მე პირადად მინდა ვიცოდე, ამ ბრძოლაში ვის შეიძლება ვენდო […]

დემონსტრანტები ამბობენ, რომ 10 ნოემბრის აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე შსს სასამართლოში იბარებს

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი ილია სეთური ამბობს, მხოლოდ დღეს გაიგო, რომ პოლიცია გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება და ამ საქმეზე სასამართლო პროცესიც ჩაინიშნა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ პროცესამდე მხოლოდ 3 საათით ადრე შეიტყო. “მედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას. დღეს, დაახლოებით, 12:00 საათისთვის დამიკავშირდნენ საპატრულო პოლიციიდან. გამაფრთხილეს, რომ მქონდა სასამართლო პროცესი. ჩემი პასუხი […]

როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები – პრეზიდენტი

მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, დღეს ყველაფერი ახალგაზრდების ხელშია. „პირველ რიგში, მეცოდება კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, […]