ფოთლისგან დამზადებული ქაღალდი – უკრაინულმა სტარტაპმა მსოფლიოში პირველი ქაღალდის ცელულოზის ქარხანა გახსნა

ქაღალდის დამზადების ინოვაციური იდეა უკრაინულ მეცნიერს, ტ.შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგს ვალენტინ ფრეჩკას ეკუთვნის. მან კომპანია 2019 წელს დააფუძნა და 100 000 დოლარის დაფინანსება მოიპოვა. ფრეჩკამ პირველი ლაბორატორია ზაკარპატიეს სოფელ სოკირნიცაში, თავისი სახლის სამზარეულოში გახსნა, სადაც ფოთლისგან ქაღალდის დასამზადებლად გაზქურის ღუმელს იყენებდა. სახლის პირობებში, გაზის ღუმელთან დაწყებულმა წარმოებამ ქარხანაში გადაინაცვლა. მანამდე კი ფრეჩკას ტექნოლოგიის დასახვეწად […]

რა მოთხოვნები ამოქმედდება ავტოსადგურებისა და მძღოლებისთვის 2025 წლიდან?

მომავალი წლიდან, ყველა საქალაქთაშორისო რეისი მხოლოდ ავტოსადგურიდან უნდა შესრულდეს – ავტოსადგურებისა და მძღოლებისთვის 2025 წლიდან ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მგზავრთა გადამყვანების ფუნქციონირება უნდა მოაწესრიგოს, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში დაიწყება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით, შესაბამისი […]

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “გაიფორმა” ავტოკრატიული რეჟიმის სტატუსი… არსებობს გამოსავალი“ – გიგიშა პატარიძე

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “გაიფორმა” ავტოკრატიული რეჟიმის სტატუსი… არსებობს გამოსავალი“ – გიგიშა პატარიძე პარტია „ჩვენ“-ის წევრი, გიგიშა პატარიძე: “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ “გაიფორმა” ავტოკრატიული რეჟიმის სტატუსი. მოქალაქეებს, მათ შორის ემიგრანტებს, მოპარა თავისუფალი არჩევანი, მოახდინა ძალმომრეობითი თვითგამოცხადება. “გაჟონილი” არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული “მთავრობა” , ასევე, არალეგიტიმურია. ისევე, როგორც მათი ხმოსნების მიერ არჩეული “პრეზიდენტი”. პრეზიდენტის ხმოსნებით არჩევა, ისედაც, ჩემი […]

„თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით“ – ხათუნა ლაგაზიძე

„თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით“ – ხათუნა ლაგაზიძე ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „ტვ პირველის“ ეთერში ამ ოთხი პარტიის ერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, საინტერესოა, კოალიციური მთავრობის ფორმირებას რის და ვის ხარჯზე აპირებდნენ. „ამ დროს, […]

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს: ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

„ეს იქნებოდა სწორი სურათი და ის “იდილიური ტკბობაც” ჩაუმწარდებოდა ბიძინას“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ როგორ უნდა შემდგარიყო დღევანდელი დღე. იმისათვის, რომ ოპოზიციამ მოახერხოს პროტესტის კაპიტალიზაცია, საჭიროა ადამიანებმა ისინი იხილონ ბრძოლის წინა ხაზზე, თავდადებულად მებრძოლი. როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება? უნდა შესულიყვნენ სასესიო დარბაზში და მოეწყოთ ობსტრუქცია. ხმაურიანად გაეპროტესტებინათ სესიის ჩატარება, გაეპროტესტებინათ მათი უფლებამოსილების ცნობა, გაეპროტესტებინათ უკანონო დანიშვნები. გაეკეთებინათ ტრიბუნასთან ჯაჭვი და ეცადათ, არ […]

პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ ხვალაც იმოქმედებს – როდის გაუქმდება, უცნობია

საქართველოს პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ ხვალაც, 26 ნოემბერსაც იმოქმედებს, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური. მისი გაუქმების თარიღი უცნობია. ამგვარად, პარლამენტის შენობაში კვლავ არ დაუშვებენ ონლიან-მედიისა და პრესის ჟურნალისტებს. წვდომა ექნებათ მხოლოდ ტელემედიის წარმომადგენლებს.

წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადაბრუნების შემდეგ მაშველები 17 ადამიანს ეძებენ

წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადაბრუნების შემდეგ მაშველები 17 ადამიანს ეძებენ , – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეგვიპტის წითელი ზღვის საგუბერნატოროს ინფორმაციით, ნავმა, რომელსაც 31 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი გადაჰყავდა, განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 5:30 საათზე გასცა. გამოცემის ცნობით, დაკარგულებს შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან. გუბერნატორის, ამრ ჰანაფის […]

ჭადრაკში მსოფლიო პირველობისთვის მატჩი ჩემპიონის გამარჯვებით დაიწყო

25 ნოემბერს, სინგაპურში დაიწყო მატჩი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად. ჩემპიონის ტიტულის მფლობელია ჩინელ დიდოსტატი დინ ლიჟენი. მსოფლიო პირველობის პრეტენდენტია – დომარაჯუ გუკეში, დიდოსტატი ინდოეთიდან. მატჩის დაწყებამდე ექსპერტთა უმრავლესობამ გამოთქვა აზრი, რომ სწორედ პრეტენდენტი იყო მატჩის ფავორიტი. გუკეშმა წელს უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა პრეტენდენტთა ტურნირში და სტაბილურ თამაშს აჩვენებს, ხოლო დინმა ტურნირებში მარცხი განიცადა. თუმცა, პირველ […]

რატომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაკლულიყო პროტესტი?.. ვინც არ იყო ავანგარდში, რატომ არ იყო? – ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას

რატომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაკლულიყო პროტესტი?.. ვინც არ იყო ავანგარდში, რატომ არ იყო? – ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს: „ჩემო მეგობრებო, გეკითხებით, 26-ში, საღამოს 9 საათზე, რატომ იდექით გაოგნებული სახეებით, ვინც გაბედეთ და დადექით ეკრანების წინ და დანარჩენები საერთოდ არ ჩანდით საათების განმავლობაში, როცა აღმოაჩინეთ, რომ […]