პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის მხარდამჭერები ისლამაბადში შესვლას ცდილობდნენ, რათა ქვეყნის პარლამენტთან მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პაკისტანის პოლიციამ იმრან ხანის 80-ზე […]
ბოლნისში, რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე, შსს-მ ორი პირი დააკავა

ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დალარსა და დარვაზში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ქორწილში მოხდა. დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. შსს-მ ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გააცინეთ ხვიჩა! აი, რას წარმოადგენს კონტე…

ქართულ ფილმ “ბურთი და მოედანში” ისმის შეკითხვა, “რა არის ფეხბურთი”? მართლაც, რა არის თანამედროვე ფეხბურთი?! უფრო სწორად, რას ითხოვენ ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან. საბედნიეროდ, ყველა გუნდი, მისი მფლობელი და გულშემატკივარი ერთ თარგზე მოჭრილი არაა, ბევრისთვის მთავარი მხოლოდ შედეგი ვერ იქნება და სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობიდან სულ სხვა ემოციას იღებენ. ვთქვათ, ასეთები არიან ნეაპოლელები. აქ მარადონას აღმერთებენ […]
აწყური-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართება

აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ახლად არჩეული წევრები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე შეიკრიბებიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული არიან “ქართული ოცნებიდან” 13, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან” 4, “გახარია-საქართველოსთვის” 2, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – 7 რეგიონში 39 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში 30-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანეიტრალა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. “საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, 24 დრონი როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 – ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამ-სამი – ბელგოროდისა […]
როგორ მუშაობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი და სად ირღვევა ყველაზე ხშირად პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება?

6 თვეში სარეკლამო შეტყობინებებისა თუ ზარების უნებართვოდ განხორციელების 143 ფაქტი გამოვლინდა. 139 შემთხვევაში, ჯამში, 282 500 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 4 ფაქტზე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაფრთხილება გამოიყენა. აღნიშნული საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი არეგულირებს, რომლის დიდი ნაწილი მიმდინარე წლის 1-ელ მარტს, ხოლო ნაწილი 1-ელ ივნისს ამოქმედდა. როგორ მუშაობს კანონი, რა სამართალდარღვევები გამოავლინა პერსონალურ […]
Brent–ის ფასი 2025 წელს ბარელზე საშუალოდ 76 დოლარი იქნება – Goldman Sachs

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2025 წელს, ბარელზე საშუალოდ 76 დოლარი იქნება. მათი აზრით, ბაზარი დარწმუნებულია მომავალ წელს გლობალური ნავთობის ზომიერ სიჭარბეში. ბარელზე 76 დოლარის სამიზნე ფასი ითვალისწინებს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მიერ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გარკვეულ შევსებას, რაც ხელს შეუწყობს სავარაუდო ჭარბი ოდენობის ანაზღაურებას. Goldman–ი ელოდება, რომ მიწოდება 400000 ბარელით გადააჭარბებს […]
საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარების ტრადიცია ამერიკაში

დონალდ ტრამპი გუნდთან ერთად თეთრ სახლში დასაბრუნებლად ემზადება. ძალაუფლების გადაბარება მოქმედ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის დეტალურად გაწერილი და საინტერესო პროცესია, რომელიც 80 დღეზე ნაკლებ დროში უნდა შესრულდეს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრის დღიდან ინაუგურაციის დღემდე?
ალექსანდრე თვალჭრელიძე – „ქართული ოცნებისთვის“ სულერთია, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, თითო-ოროლა დეპუტატს მაინც გადმოიბირებენ და „შექმნიან“ ოპოზიციას, საერთაშორისო გამოხმაურებას კი ყურადღებას არ მიაქცევენ

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბებულ რეალობაზე, ეს ვითარება როგორ აისახება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. – ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად კონსტიტუციონალისტთა უმეტესობის მტკიცებისა, რომ რადგან პრეზიდენტს არ დაუნიშნავს ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა, საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი არ გაუცია პრეზიდენტის სარჩელზე იმაზე, რომ არჩევნების დღეს დაირღვა ხმის […]