პარლამენტში 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში 26 ნო­ემ­ბრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბამ­დე უსაფრ­თხო­ე­ბის ყვი­თე­ლი დონე იმოქ­მე­დებს. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 26 ნო­ემ­ბრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში იმოქ­მე­დებს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვი­თე­ლი დონე. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დაშ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვა ეხე­ბათ რო­გორც ვი­ზი­ტო­რებს, ასე­ვე მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. კერ­ძოდ, სა­პარ­ლა­მენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­იშ­ვე­ბი­ან მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი […]

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი – 10%-იანი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი – 10%-იანი ტარიფი, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „20 იანვარს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, ყველა საჭირო დოკუმენტს, რათა დავაკისრო მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფი ყველა პროდუქტზე, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, […]

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ განცხადებით, ვიქტორ ყიფიანის „საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილების“ კონცეფციას იზიარებენ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ „ევროპელი დემოკრატების“ პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფცია „საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება“ მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს და საზოგადოებას კონცეფციის პუნქტების განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფციაში – „საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება“ – ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანამედროვე გაგებით უსაფრთხოება ჯავშანსა […]

კოსტა-რიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

კოსტა-რიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალური პირების ცნობით, პატარა თვითმფრინავი კოსტა-რიკის დედაქალაქის, სან-ხოსესკენ მიფრინავდა და მის ბორტზე 6 მგზავრი იმყოფებოდა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, მეექვსე მგზავრი, 31 წლის ქალია და მისი მდგომარეობა მძიმეა. კოსტა-რიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ კოსტა-რიკის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

UniCredit-ს Banco BPM-ის ყიდვა შესახებ 10,1 მილიარდ ევროდ სურს

იტალიურმა UniCredit-მა წარმოადგინა შეთავაზება კიდევ ერითი იტალიური ბანკის Banco BPM-ის ყველა აქციის 10,1 მილიარდ ევროდ შესყიდვის შესახებ, ნათქვამია UniCredit-ის განცხადებაში. UniCredit სთავაზობს Banco BPM–ის ათას აქციაზე 175 საკუთარ ახალ აქციებს. პარასკევს UniCredit-ის აქციები თითო აქციაზე 38,0411 ევრო ღირდა, Banco BPM – ის 6,626 ევრო. თუ გარიგება წარმატებული იქნება, გაერთიანებული ბანკი გახდება ევროპაში სიდიდით მესამე საბაზრო […]

“წვიმა ძლიერ ქართან ერთად და გზებზე ლიპყინული” – განახლებული პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში განახლებულ პროგნოზზე წერს: “ცივმა ატმოსფერულმა ფრონტმა საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრი აცივება გამოიწვია, რასაც თან ახლდა ნალექი და ძლიერი ქარი, ზოგან ტემპერატურა 10-15 გრადუსით დაეცა. შაბათი არანორმალურად თბილი იყო, ზოგან კლიმატის ახალი რეკორდი დაფიქსირდა, მაგალითად ბათუმში ბოლოს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 23 ნოემბერს 1987 წელს იყო +25 გრადუსი, ამჯერად კი +26.7 C […]

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტი დღეიდან იწყებს

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტი დღეიდან იწყებს. ბიუროს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. რის შემდეგაც, მინისტრობის კანდიდატების დარგების შესაბამის კომიტეტებში მოსმენა დაიწყება. მინისტრობის პირველი კანდიდატი, რომელიც დეპუტატებთან ახალი თანამდებობიდან გამომდინარე საკუთარ ხედვებზე ისაუბრებს, მაკა ბოჭორიშვილი იქნება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი სამთავრობო გუნდის სრულ შემდგენლობასთან ერთად პლენარულ სხდომაზე, კვირის ბოლომდე წარდგება. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს […]

ოპოზიცია ვერ აცნობიერებს ხალხის რეალურ საჭიროებებს და საკმარისად და თან სწორად არ გველაპარაკება – ცირამუა

სტარტაპ “ბილიკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ცირამუა თვლის, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს ხალხის რეალურ საჭიროებებს და სწორად არ ელაპარაკება ხალხს. ამის შესახებ სტარტაპერმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. ის აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა უსმენდეს ხალხს და მათთან უნდა მიდიოდეს. “სტარტაპის შექმნამ ერთი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა, როცა პროდუქტს ქმნი მომხმარებლის ტყავში უნდა ჩაჯდე, და მისი გადმოსახედიდან იფიქრო, რომ […]

პრობლემა თურქული თევზია, რის გამოც წარმადობას ვერ ვზრდით – „ვაკიჯვრის საკალმახე“

გურიაში მდებარე საკალმახე მეურნეობის „ვაკიჯვრის საკალმახე“ გაყიდვების მენეჯერის, ერეკლე ჩხარტიშვილის განცხადებით, ბაზარი თურქეთიდან იმპორტირებული თევზითაა გაჯერებული, შესაბამისად, მოთხოვნის არ არსებობის გამო წარმოებას ვერ ზრდიან. მისივე ცნობით, სამომავლო პერსპექტივაში არა წარმადობის ზრდა, არამედ ტექნოლოგიურად დახვეწა იგეგმება, რაც მათ ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება. „7 ჰა-ზეა გაშენებული ეს ობიექტი. ობიექტის გაფართოებას აზრი აღარ აქვს. სიმძლავრე გვაქვს და შეგვიძლია კიდეც […]

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის მხარდამჭერები ისლამაბადში შესვლას ცდილობდნენ, რათა ქვეყნის პარლამენტთან მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პაკისტანის პოლიციამ იმრან ხანის 80-ზე […]