დღეს წმიდა იოანე ოქროპირის ხსენების დღეა

წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა. ანთუსა შვილს ქრისტიანული ღვთისმოშიშების სულს უნერგავდა და ამასთან საერო განათლებასაც […]
პოლიტპატიმრად აღიარებულ ნიკიტა ჟურაველს რუსეთის სასამართლომ 13,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო 20 წლის ნიკიტა ჟურაველი და 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ჟურაველი გროზნოს სასამართლოს მიერ დამნაშავედ იყო ცნობილი ხულიგნობასა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაში და 3,5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ვოლგოგრადის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელთა ერთობლიობის საფუძველზე ნიკიტა ჟურაველი კოლონიაში 14 წელს გაატარებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვოლგოგრადის […]
გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში გერმანიამ უკრაინას გადასცა საარტილერიო ჰაუბიცები, ტანკები, მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების […]
პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

პრეზიდენტის არჩევნების თარიღი საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა ჩანიშნოს. აღნიშნულის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს. „არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ […]
26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაშვების შეზღუდვა ეხებათ როგორც ვიზიტორებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. კერძოდ, საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, რაც შეეხება მედიას, პარლამენტის შენობაში მუშაობას […]
დღეს “ზეთისხილის მსოფლიო დღე” აღინიშნება

26 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით 2019 წელს შეუერთდა. საბჭო ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიო ბაზრის 97%-ია. სწორედ სვანიძის პრეზიდენტობისას, საქართველოში “ზეთისხილის მსოფლიო დღე” დაარსდა.
Thyssenkrupp–ის ფოლადის ბიზნესი 11 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს

გერმანული ინდუსტრიული ჯგუფის Thyssenkrupp-ის ფოლადის განყოფილება შეამცირებს წარმოების სიმძლავრეს რთული საბაზრო პირობების საპასუხოდ, ასევე შეამცირებს დასაქმებულთა შტატს 11 ათასით. Thyssenkrupp Steel Europe AG-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გეგმა ითვალისწინებს ფოლადის წარმოების სიმძლავრის შემცირებას 8,7-9 მილიონ ტონამდე წელიწადში არსებული 11,5 მილიონი ტონადან. ამ გეგმის განხორციელების მთავარი პუნქტი არის კომპანიის წილის გაყიდვა Huttenwerke Krupp Mannesmann-ში (HKM), აღნიშნულია […]
ლიბანიდან ისრაელისკენ 10 რაკეტა ისროლეს, დაშავდა 2 ადამიანი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დღეს დილით 10 რაკეტა ისროლა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რამდენიმე რაკეტა მოიგერიეს, თუმცა დაფიქსირდა რაკეტის დაშვების, ან ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემთხვევებიც. ქალაქ ნაჰარიაში სარაკეტო თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. მედიკოსების განცხადებით, დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის 70 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა […]
ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საახალწლოდ ჯავშნები, ჯერჯერობით, არ გვაქვს” – Lileo – Hotel and Winery

ქუთაისში მდებარე სასტუმრო Lileo – Hotel and Winery – ს გაყიდვების მენეჯერი, ნინო გულუა BM.GE-სთან სეზონს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საახალწლო ჯავშნები არ აქვთ. მისივე ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი ქუთაისში წელს გაიხსნა და ვაჟა-ფშაველას #5 – ში მდებარეობს. სასტუმრო 16 ნომერს, ამასთან ბარს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზსა და ტერასას აერთიანებს. როგორც სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი ამბობს, […]