უკრაინის საჰაერო ძალები: ღამის განმავლობაში რუსეთმა სარეკორდო რაოდენობის დრონები გამოიყენა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას შეუტიეს 4 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და სარეკორდო რაოდენობის, 188 უპილოტო საფრენი აპარატით. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. მისი ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა ვორონეჟის და კურსკის ოლქებიდან განხორციელდა, ხოლო დრონებით – ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, […]

დავით ასათიანი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსა და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ელჩმა დავით ასათიანს […]

გენო თებიძე – ჩვენ ხმების ქურდების გვერდით არ დავსხდებით და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია რიგგარეშე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ჩვენ ხმების ქურდების გვერდით უბრალოდ არ დავსხდებით და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია რიგგარეშე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ეს განცხადება „ლელო-საქართველოს“ წევრმა გენო თებიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გააკეთა. მისი თქმით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” წევრები უკანონოდ იმყოფებიან. „ჩვენს უკან ვხედავთ შენობას, სადაც „ქართული ოცნების” დეპუტატები უკანონოდ იმყოფებიან. ვიცით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის […]

საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება

საქართველოს ახალი მთავრობა ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დამტკიცდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს და ხვალ მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა კომიტეტებში გაიმართება. „წარმოდგენილია მთავრობის შემადგენლობა. განხილვები იქნება დღეს და ხვალ კომიტეტებში. მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა ხუთშაბათს იქნება უკვე ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ, პლენარულ სხდომაზე და დამტკიცება საქართველოს მთავრობის. ხუთშაბათს დავამტკიცებთ […]

კახა კალაძე – ისევ და ისევ მათთვის, ოპოზიციის არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი პარლამენტში შესვლა, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ იარსებონ და პოლიტიკაში დარჩნენ

ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკაში ყოფნა და გადარჩენა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ. „საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა […]

ლევან იოსელიანი – საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმური იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. „საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, […]

„არემჯის“ მხარდაჭერით, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრმა 10-მა მცირე მარანმა იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა

კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრმა 10-მა მცირე მარანმა იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალზე საერთაშორისო ღვინის სექციაში 10 ბოლნისური მარნის, 17 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღვინის კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქრო და 5 ვერცხლი. მერანოში ქართული […]

თინა ბოკუჩავა – სტრასბურგში იწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება საქართველოს მიტაცებულ არჩევნებს – რეზოლუცია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მნიშვნელოვანი საფუძველია

სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც, ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არჩევნების დელეგიტიმაციის, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, – ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ახლა მიზანია არჩევნების შედეგების არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც არ ასახავდა ქართველი ხალხის […]

„ალდაგი“ მომხმარებლებს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს ავტომობილის ჩანაცვლების სერვისს სთავაზობს. „ალდაგის“ ინფორმაციით, შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც მანქანას „ალდაგში“ დააზღვევენ, სადაზღვევო შემთხვევის დროს ალტერნატიული ავტომობილით ისარგებლებენ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მანქანის აღდგენისას, როდესაც დაზიანებული ნაწილების შეკეთება სერვისცენტრში ხდება. ავტომობილის ჩანაცვლების ვადა წლის განმავლობაში 14 დღეა. “ვცდილობთ, მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად მეტი კომფორტი შევთავაზოთ. ავტომობილის ჩანაცვლების სერვისით სარგებლობა […]

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის ბოლომდე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ უნდა ჩატარდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის ბოლომდე. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით იყოს არჩეული, მნიშვნელოვანია, რომ როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია წელსვე გაიმართოს, რადგან, სხვა შემთხვევაში მისი ვადა ფაქტობრივად, 6 წელი გამოვა. „საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ბოლო […]