სერგეი ლავროვი – დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს

კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიები – ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომების […]
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, 85 ხმით დაამტკიცეს. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა – მას 300 პირისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სახელმწიფო მეთაურის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურები სესიაზევე განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კამპანიას უერთდება

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას უერთდება. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წარმომადგენლები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ჯგუფთან, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა […]
რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ “თალიბანი” შესაძლოა ტერორისტების სიიდან ამოიღოს

სახელმწიფო სათათბიროში-დუმაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს ამოიღოს ექსტრემისტული მოძრაობა “თალიბანი” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან. კანონპროექტის ინიციატორია ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და მმართველი “ედინაია როსსიას” წარმომადგენელი შვიდი სენატორი და ხუთმა დეპუტატი. დოკუმენტი საშუალებას იძლევა სიიდან ამოიღონ ორგანიზაცია, თუ მან ” შეწყვიტა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს პროპაგანდას, ტერორიზმის მხარდაჭერას და გამართლებას .” შესაბამისი გადაწყვეტილება კი სასამართლომ […]
დაიბრუნე 26 ნოემბერს Black Friday-ის ფარგლებში 30% AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას – VELI.store | American Express

VELI.store-ზე ნოემბრის განმავლობაში შავი პარასკევის აქციები გელოდება. ველი მომხმარებლებს გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობს, რაც სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციის მეშვეობით სპეციალურ შეთავაზებასაც მოიაზრებს. ისარგებლე შავი პარასკევის აქციებით. ამჯერად American Express და VELI.store ერთობლივ აქციას გთავაზობს. 26 ნოემბერს AmEx საკრედიტო ბარათით გადახდისას, შეგიძლია 30% ქეშბექი დაიბრუნო, MR ქულების სახით. ქულები დაგერიცხება სამი სამუშაო დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 150 ლარის MR […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7435 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათის მდგომარეობით ერთი დოლარი 2.7435 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროს მონაცემებით 2.7428 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8772 ლარია.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს […]
13-მა ბანკმა 10 თვეში 2.6 მილიარდი ლარის მოგება მიიღო, 4 კი ზარალზეა

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 10 თვის განმავლობაში 2.6 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 304 მილიონი ლარით, ანუ 13%-ით მეტია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა “საქართველოს ბანკი”, რომელმაც 2024 წლის 10 თვეში 1.26 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მეორე […]
GITA – სა და საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის აქსელის ორგანიზებით, Startup Investment Forum ZUGDIDI გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ზუგდიდის ტექნოპარკის ინიციატივითა და აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის ორგანიზებით, 6-8 დეკემბერს ზუგდიდი პირველად უმასპინძლებს Startup Investment Forum-ს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ფორუმის მიზანია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა და მათთვის ღირებული ცოდნის გაზიარება. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში […]
Tripadvisor–ი მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“ – სტატიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდნენ. სტატიის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. „გუდაური თბილისიდან […]