ლევან იოსელიანი – საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმური იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. „საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, […]
აჭარის უმაღლესი საბჭოს პარალელურად აქციის მონაწილეები შენობასთან შეიკრიბნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის პარალელურად აქციის მონაწილეები შენობასთან შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია, რადგან მათივე თქმით, არჩევნების მთავარი პრინციპი დარღვეულია – ფარულობა და საყოველთაობა. “უკანონოდ იმყოფებიან ქართული ოცნების დეპუტატები. იცით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ქართული ოცნების მიერ მოხდა უპრეცედენტო ქურდობა ქართული ხმების და დღეს, ამ ქურდობის საფუძველზე, ფიქრობენ, რომ […]
მოსკოვში ისევ ირწმუნებიან, რომ დასავლეთი საქართველოში “ფერადი რევოლუციის” მოწყობას ცდილობს

მოსკოვში მორიგ ჯერზე ირწმუნებიან, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას. „კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს, დაძაბულობის კერებით, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენება – მასშტაბური საინფორმაციო ომის ორგანიზებიდან ფერადი რევოლუციების პირდაპირ გაღვივებამდე, როგორც ამის გაკეთებას ცდილობს ახლა საქართველოში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს უშიშროებისა და სადაზვერვო სამსახურების 20-ე […]
პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტი დღეს, 26 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარდგინა. მისივე თქმით, ამავდე დადგენილებით განისაზღვრება ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი. საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით – არჩვნებზე ხმის მიცებით. მათ ნაცვლად მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც […]
ბექა ლილუაშვილი – ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ

საერთოდ, როცა პოლიტიკური ველი შინაარსზე საუბრისგან დაცლილია, პარტიები იწყებენ ასე მანდატების ჩახსნით საუბარს – ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას გადავწყვეტთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პოზიციაში, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. „ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით […]
ახალი პროგრამები, ახალი კამპუსი და 2000-ზე მეტი სტუდენტის მისაღები ადგილი 2025 წელს BTU-ში

ახალი კამპუსი, ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, სამწლიანი პროგრამები, ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა – ეს ის სიახლეებია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჯამში, 10 აკრედიტებულ პროგრამას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე უკვე ახორციელებს, რომელთა შორის 6 […]
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განისაზღვრება. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ვინ იქნება კანდიდატი, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. „პრეზიდენტს ხმოსანთა ერთობა აირჩევს. ვინ იქნება კანდიდატი, ეს ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა გაგვიმართლოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუციას და საქართველოს უნდა გაუმართლოს. ამ პერიოდში გარკვეული აცდენა იყო […]
თბილისში ცხედარი იპოვეს – ქალს დაზიანებები სავარაუდოდ ნაჯახით აქვს მიყენებული

თბილისში ქალის ცხედარია აღმოჩენილი – მას მრავლობითი დაზიანებები მთელს სხეულზე სავარაუდოდ ნაჯახით აქვს მიყენებული. ცხედარი მეზობლებმა ქალის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღიანი გაუჩინარების შემდეგ იპოვეს. მოკლული მოვაჭრე იყო და რამდენიმე ობიექტი ჰქონდა გაქირავებული. რა გახდა მკვლელობის მოტივი უცნობია, მაგრამ მეზობლები ვარაუდობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ქალს კარგად იცნობდა.
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი – გამოწვევად გვრჩება ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია – 1 დღის განმავლობაში დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როდესაც 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ „სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, გამოწვევად რჩება გაზის ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ, დეკანოიძე მიმართავს მოქალაქეებს, იმისათვის, რომ გაარკვიონ სახლში არსებული დანადგარები არის თუ არა გამართული, უნდა დარეკონ ნომერზე 2 40 40 04 და „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლები მაქსიმალურად მოკლე დროში მივლენ მისამართზე, მდგომარეობას შეაფასებენ და სწორ […]
გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ასაკოვანი ქალი გარდაცვლილი იპოვეს – გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ასაკოვანი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი გარდაცვლილი სახლში მისმა შვილმა იპოვა. ქალთან კავშირზე გასვლა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.