საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება

საქართველოს ახალი მთავრობა ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დამტკიცდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს და ხვალ მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა კომიტეტებში გაიმართება.
„წარმოდგენილია მთავრობის შემადგენლობა. განხილვები იქნება დღეს და ხვალ კომიტეტებში. მთავრობის შემადგენლობის და პროგრამის განხილვა ხუთშაბათს იქნება უკვე ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ, პლენარულ სხდომაზე და დამტკიცება საქართველოს მთავრობის. ხუთშაბათს დავამტკიცებთ მთავრობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ერთიანი ნეიტრალური საქართველო: რა უფრო კეთილშობილურია − ქუჩაში მიტოვებული, შიმშილისთვის განწირული ძაღლი… თუ სელექციური ევთანაზიის გამოყენება მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს?