სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”

ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ლევან იოსელიანს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ. თანამშრომლების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. „როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. […]
როგორ შეუძლიათ ინდმეწარმეებს საქართველოს ბანკის გათამაშებაში ბილეთების დაგროვება

1 ოქტომბრიდან ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო. ბიზნესის გაციფრულების პარალელურად, მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ. გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გამარჯვებული ინდმეწარმეები კი თითოეული თვის ბოლოს გამოვლინდებიან. პირველი ეტაპის გათამაშება 6 ნოემბერს გაიმართა და ათასზე მეტ მეწარმეს შესაძლებლობა მიეცა 10 […]
ჯარისკაცთა სოციალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად კერძო სექტორის თანამონაწილეობაა მნიშვნელოვანი – ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცების სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო “უზარმაზარ რესურსს” დებს, თუმცა კერძო სექტორის თანამონაწილეობაც საჭიროა – ამის შესახებ ჩიქოვანმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
ანრი ოხანაშვილი – იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ ანრი ოხანაშვილს უსმენენ. მინისტრობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა. „მსურს, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით […]
გიორგი გახარია – ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს – მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა

ერთპარტიულად კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს – მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს საკრებულოებში, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც პარლამენტის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, გუდაური, ქვეშეთი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალის მასივში. მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
პრეზიდენტი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებაზე – ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო. „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და […]
“გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

თბილისის მერი კახა კალაძე, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას, საზოგადოების აჯანყებასთან დაკავშირებით ეხმაურება. “ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია აქვთ დაწყებული, ჯერ თავიანთი ამომრჩეველი აზეიმეს, ატყუებდნენ, თითქოს არჩევნებში გაიმარჯვეს. ტელეკამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ გამარჯვებულები იყვნენ, თავიანთი ფალსიფიცირებული კვლევებითა და ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ თავიანთი თანამოაზრეები. დღესაც იგივე გრძელდება, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ლანძღავენ და აბრალებენ. რევოლუციები ქვეყანაში მაშინ […]
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ომბუდსმენის განცხადებას ემიჯნებიან

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ომბუდსმენის განცხადებას ემიჯნებიან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის განცხადების შემდეგ წერილს აქვეყნებენ და სახალხო დამცველის მოსაზრებას არ იზიარებენ: ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, […]
„ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – სალომე ზურაბიშვილი

„ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებულ ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება: „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას ბედნიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთარაანთ ქვრივს , როცა ამოიღებ […]