„მესამე ცდაზე, როგორც იქნა, ბატონი ბიძინა აირჩევს სიკვდილამდე ერთგულ პრეზიდენტს“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: „მესამე ცდაზე, როგორც იქნა, ბატონი ბიძინა აირჩევს სიკვდილამდე ერთგულ პრეზიდენტს და ასე დასრულდება ქვეანაში შემორჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობა. ადამიანს, რომელსაც არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, დღეს ჯიბეში უდევს ქვეყნის პარლამენტი, ქვეყნის მთავრობა, სამივე ინსტანციის სასმართლო, რომელთაც ადეიშვილის და სააკაშვილის ყოფილი მონებით აკონტროლებს და ახლა ჯიბეში ჩაიდებს პრეზიდენტის ინსტიტუტსაც.“
„დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა: „პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც დავადასტურეთ გუშინ. რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამას არ ვკითხავთ არც ნაცებს და არც ივანიშვილს და მის პარტიას. დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ.“
პროკურორი აცხადებს, რომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაწყებულია

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანატოლი გიგაურის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განმარტებით, ბრალდებულს დაზიანებებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში არ განუცხადებია. პროკურორის თქმით, აღნიშნულ გარემოებებზე ბრალდებულმა დღეს ისაუბრა, ფაქტთან დაკავშირებით კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაწყებულია. “საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც […]
ჯოზეფ ბორელი – უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაწოდოთ უკრაინას მხარდაჭერა, რომელსაც საჭიროებს – ევროპელები, ვმოქმედებთ იმისგან დამოუკიდებლად თუ რისი გაკეთება სურს ტრამპს

უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირი დონალდ ტრამპის ქმედებებზე არ არის დამოკიდებული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა იტალიის ქალაქ ფიუჯიში “დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყვებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაწოდოთ უკრაინას მხარდაჭერა, რომელსაც ის საჭიროებს. ჩვენ, როგორც ევროპელები, იმისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ თუ რისი გაკეთება სურს ბატონ ტრამპს. ჩვენი ვალდებულებები […]
ირაკლი ჩიქოვანი – 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება

2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზე. „საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დღეს შეადგენს 1770 ლარს, რაც ბოლო წლებთან […]
ანრი ოხანაშვილი – ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს

ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკური მიზანია „,ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს; უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან […]
გიორგი გახარია – სიების ჩახსნაზე ვერავინ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას – არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილსა და მის პარტიას, მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა საჭიროდ ჩავთვლით

სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას – მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა. „რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე […]
გიორგი გახარია – ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, პრეზიდენტი – თავისი თოჯინების თეატრი

ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი , – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია ამ პროცესში მის გარდა არავინ მიიღოს მონაწილეობა. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია, პრეზიდენტის […]
სახელმწიფო ჯარისკაცების სოციალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად ბიზნესის თანამონაწილეობას განიხილავს

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცების სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო “უზარმაზარ რესურსს” დებს, თუმცა კერძო სექტორის თანამონაწილეობაც საჭიროა – ამის შესახებ ჩიქოვანმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”

ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ლევან იოსელიანს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ. თანამშრომლების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. „როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. […]