„ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – სალომე ზურაბიშვილი

„ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება “განათლების” სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!” – სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებულ ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება: „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას ბედნიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთარაანთ ქვრივს , როცა ამოიღებ […]
სიებს ჩავხსნით მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ – გახარია

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპარლამენტო მანდატებს მაშინ დატოვებენ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ. ამის შესახებ გახარიამ დღეს, 26 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას თქმით, მისი პარტია პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, თუმცა სხვა ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ისინი არც საარჩევნო სიების ჩახსნას და არც მანდატების დატოვებას აპირებენ. „სიების ჩახსნაზე […]
,,რაც უნდათ ის ყველაფერი არის დასავლეთში, მაგრამ ჯიუტად ცდილობენ არ გააღიზიანონ რუსეთი’’- შმაგი სამხარაძე აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე

მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე აცხადებს, რომ აფხაზებთან ურთიერთობების დალაგების შანსი გვაქვს, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია. სამხარაძე ,,კომერსანტთან’’ სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ,,აფხაზეთთან ურთიერთობების დალაგება ძალიან რთული საკითხია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთი იქნება უფრო მეტად ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მათი როლი გაძლიერდება ადგილობრივი […]
გერმანიას ყოველწლიურად 288 ათასი უცხოელი მუშახელი სჭირდება – კვლევა

ბერტელსმანის ფონდის (Bertelsmann Foundation) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გერმანიაში, მუშახელი, „არსებითი“ იმიგრაციის გარეშე, 2040 წლისთვის შეიძლება 10%-ით შემცირდეს. ამის შესახებ DW წერს. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 288 ათასი კვალიფიციური უცხოელი მუშახელის შედინების გარეშე, გერმანიის სამუშაო ძალის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაახლოებით ამჟამინდელი 46.4 მილიონიდან 41.9 მილიონამდე 2040 წელს. 2060 წლისთვის შეიძლება შემცირება 35,1 მილიონამდე იყოს.
როგორ შეუძლიათ ინდ. მეწარმეებს საქართველოს ბანკის გათამაშებაში ბილეთების დაგროვება

1 ოქტომბრიდან ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო. ბიზნესის გაციფრულების პარალელურად, მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიური ტრანზაქციების ონლაინ შესრულებით, 50-დან 50 000 ლარამდე პრიზების მოგების შანსი გაზარდონ. გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გამარჯვებული ინდ. მეწარმეები კი თითოეული თვის ბოლოს გამოვლინდებიან. პირველი ეტაპის გათამაშება 6 ნოემბერს გაიმართა და ათასზე მეტ მეწარმეს შესაძლებლობა მიეცა […]
საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება

1–ელი დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნულ პარკებში სამუშაო საათები იცვლება. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. პრომეთეს მღვიმეში, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და ოკაცეს კანიონში სამუშაო საათები 10-დან 17 საათამდეა, მარტვილის კანიონში 10-დან 19 საათამდე, ხოლო ოკაცეს ჩანჩქერთან 10-დან 18 საათამდე.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7421 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7421 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7421 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7428 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8841 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8772 ლარს შეადგენდა. […]
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ნაწილი არ ეთანხმება იოსელიანის შეფასებას პარლამენტის ლეგიტიმურობაზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 30-ზე მეტი თანამშრომელი აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ქვეყნის კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უგულებელყოფით მოხდა. აპარატის თანამშრომლების განცხადებას წინ უსწრებდა ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის კომენტარი – მან თქვა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. „საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია […]
ფსბ-ს თანახმად, რუსეთს ატოვებინებენ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელს

ფსბ-მ გამოაცხადა მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივნის, უილკს ედვარდ პრაიორისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევისა და ქვეყნიდან გაძევების შესახებ. სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ პრაიორმა საკუთარ თავზე ცრუ ინფორმაცია მიუთითა რუსეთში შესვლის ნებართვის მიღებისას. პრაიორი, როგორც ფსბ-ს ანგარიშიდან ჩანს, ეჭვმიტანილია სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობაში, რაც მუქარას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. უწყება ასევე მიუთითებს, რომ პრაიორმა „ამ შენიღბულ თანამდებობაზე შეცვალა […]
ომბუდსმენის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე იოსელიანს ემიჯნება

სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის შეკრება “სრულიად ლეგიტიმურია”. ის ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე იმყოფებოდა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამწუხაროა “სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და […]