,,ვისაც 2023 წლის 07 მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს…” – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი: ,,ვისაც 2023 წლის 07 მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 07 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი – გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“. უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა […]

არჩევნებამდე ვრცელდებოდა ტყუილები და დეზინფორმაცია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე რუსეთის მთავრობის მიერ – მარკეტა გრეგოროვა

არჩევნებამდე ვრცელდებოდა ტყუილები და დეზინფორმაცია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე რუსეთის მთავრობის მიერ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებთან, ნიკა გვარამიასა და თინა ბოკუჩავასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “მე აქ ვიმყოფები არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობარი, არამედ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრიც და ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი […]

მარკეტა გრეგოროვა – რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები – მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან

რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან , – ამის შესახებ ევროპრლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივანიჭოთ მათ […]

რასა იუკნევიჩიენე – ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს უფრო ძლიერი, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევები ჩატარდება

ჩემი სურვილია ოპოზიცია გაერთიანდეს, იყოს კიდევ უფრო ძლიერი. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთებები. რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივის გარეშე შეუძლებელი იქნება დაარწმუნო ადამიანები, რომ ხელახალი არჩევები ჩატარდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების […]

რასა იუკნევიჩიენე – არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს – ამჯერად ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახლეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არსებულ სიტუაციაზე

ევროპარლამენტარის და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიეს განცხადებით, სანქციები არა მარტო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ სხვებსაც უნდა დაუწესდეს, რომლებიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლები არიან. ევროპარლამენტარმა სანქციებზე საუბრისას ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც სასანქციო სიაში უნდა შევიდნენ. „ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად, ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის […]

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, ანრი ოხანაშვილისთვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამისთვის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ძლიერი, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს თანასწორი შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად […]

მემარჯვენეთა წარმატების ფონზე, რუმინელი ლიბერალები ცენტრისტ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერენ მხარს

რუმინეთის მმართველი კოალიციის მთავრობამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი ცენტრისტ კანდიდატს დაუჭირა. ეს კი იმის გამო, რომ ნატოს წევრმა ქვეყანამ, შესაძლოა, უმაღლეს პოსტზე ნატოს მოწინააღმდეგე კანდიდატი აირჩიოს. დამოუკიდებელი, მემარჯვენე პოლიტიკოსი კალინ გეორგესკუ 62 წლისაა და მისი მხარდაჭერა კენჭისყრის დღემდე მხოლოდ ერთნიშნა რიცხვებში მერყეობდა. კვირას კი, არჩევნების პირველ რაუნდში, ყველასთვის მოულოდნელად დაწინაურდა. ამან, შესაძლოა, უკრაინისადმი ბუქარესტის […]

რუსეთი “უპასუხისმგებლოს” უწოდებს უკრაინისთვის ბირთვული შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას

მოსკოვი “სრულიად უპასუხისმგებლოს” უწოდებს, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის თაობაზე, შესაძლო დისკუსიას. განცხადება ამის შესახებ, 26 ნოემბერს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. ეს იყო პასუხი გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ, გასულ კვირაში გავრცელებულ ცნობაზე, თითქოს, დასავლეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი ამ შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემის მიხედვით, რომელიც წყაროებს არ ასახელებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეს ნაბიჯი, შესაძლოა, მანამდე […]

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებებსა და ვადებს განმარტავს

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებებსა და ვადებს განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკომ დღესვე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის […]

ანრი ოხანაშვილი – ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე – კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, დამკვიდრდა თითოეული მსჯავრდადებულის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და ა.შ. „სწორედ „ქართული ოცნების” გუნდმა 2015 წელს მიიღო […]