„დაიტოვე“ 30 ნოემბერს გლდანის იზოლატორისკენ გამართავს მსვლელობას

ჯგუფი „დაიტოვე“ 30 ნოემბერს მორიგ მსვლელობას აანონსებს – აქციებზე დაკავებული მომიტინგეების მხარდასაჭერად. „ჩვენ არ ვჩერდებით! ახლა ჩვენს თანამებრძოლებს და მეგობრებს სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ციხეში მყოფ ბიჭებს უნდა მივაკითხოთ. ვანახოთ, რომ ბოლომდე მათთან ვართ“, – ნათქვამია განცხადებაში. ბოლო აქციებზე დაკავებულ ისაკო დევიძესა და ანატოლი გიგაურს სისხლის სამართლის კოდექსით აქვთ ბრალი წარდგენილი – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ATACMS-ებით რუსეთის ტერიტორიაზე ორი ახალი დარტყმის შესახებ იტყობინება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინის სამხედროებმა კურსკის ოლქში მდებარე სამიზნეებზე ორი დარტყმა განახორციელეს დასავლური იარაღით. ეს რუსეთის ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადებაა მსგავსი დარტყმების შესახებ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელევიზიით ილაპარაკა ადრე განხორციელებულ ორ იერიშზე. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაარტყეს სამხედრო ობიექტებს. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, კურსკიდან ჩრდილო-დასავლეთით, ლოტარევკის […]
,,ოცნების” ლიდერებისა და მოსამართლეების დასანქცირების მოთხოვნა – რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი 28 ნოემბერს უყრის კენჭს

პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უკვე შეჯერდა და მას კენჭს ევროპარლამენტში 28 ნოემბერს უყრიან. დოკუმენტში მოხვდა ივანიშვილისა და “ოცნების” სხვა ლიდერების, მათ შორის კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შალვა პაპუაშვილის პერსონალური სანქცირების მოთხოვნა. რეზოლუციაში მოხვდნენ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამომტანი მოსამართლეებიც. “მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ […]
პრესკონფერენცია ევროპარლამენტში

მოპარული არჩევნების სიმბოლო – თეთრი დროშა შავი ლაქით ევროპარლამენტში გაიშალა. სტრასბურგში შეხვედრებს მართავს ორი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი. ნიკა გვარამიამ და თინა ბოკუჩავამ ევროპელ პოლიტიკოსებს მიტაცებული არჩევნების შესახებ მტკიცებულებები გააცნეს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი საქართველოში არსებულ კრიზისზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. 6 პროექტს შორის ერთ-ერთი კობახიძის, ივანიშვილის და კალაძის სანქცირებასაც ითვალისწინებს.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი განცხადებას ავრცელებს
მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო ქართული ოცნების გუნდის და მისი ღირსეული ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მანდო დიდი პასუხისმგებლობა და მომცა უნიკალური შესაძლებლობა იუსტიციელთა ღირსეულ, პატრიოტ და სანიმუშო პროფესიონალების გუნდთან ერთად ვყოფილიყავი ქართველი ხალხის სამართლიანი ინტერესების სამსახურში”- წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე. მადლიერი ვარ […]
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება – ცესკო

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ცესკომ დღესვე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დადგენის თაობაზე და ასევე განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები. პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ […]
ევროპარლამენტარები „ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე საუბრობენ

ევროპარლამენტის წევრებმა ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე ისაუბრეს. რასა იუკნევიჩიენემ, მარკეტა გრეგოროვამ და პეტრას აუსტრევიჩუსმა განიხილეს მათ მიერვე ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებისკენ მოუწოდებს. მარკეტა გრეგოროვას თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ ფუფუნება, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ევროპაში იახტით მოგზაურობდნენ“. გრეგოროვას […]
რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები – დაკრედიტების სტატისტიკა სექტორების მიხედვით

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა ოქტომბერში 60 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 692 მილიონი ლარით, ანუ 1.2%-ით მეტია. სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში დაკრედიტების მატება ძირითადად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებით იყო განპირობებული, რამაც 768 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სავალუტო კრედიტები 76 მილიონი ლარით შემცირდა, შესაბამისად დაკრედიტების ზრდა 692 მილიონი ლარი იყო. ეროვნულ ბანკს […]
ამერიკული თვითმფრინავის ტაივანის სრუტეზე გადაფრენის შემდეგ, ჩინეთმა საზღვაო და საჰაერო ძალების მობილიზება გადაწყვიტა

ჩინეთის სამხედრო ძალებმა, სამშაბათს, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ საზღვაო და საჰაერო ძალების მობილიზება გადაწყვიტა, რათა გააფრთხილოს და დააკვირდეს, ამერიკის საზღვაო ძალების მოქმედებას. გადაწყვეტილება ჩინეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის საზღვაო ძალების საპატრულო თვითმფრინავი, ტაივანის სრუტეზე გადაფრინდა. ჩინეთმა დაგმო შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოების „შეცდენის“ მცდელობის გამო. ამერიკის სამხედრო ხომალდები ან თვითმფრინავები, ტაივანის სრუტის თავზე, დაახლოებით, თვეში […]
საბერძნეთი ევროკავშირის ნატოსთან უკეთეს თანამშრომლობას ითხოვს

საბერძნეთი ნატოსთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოდის. ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აუცილებელია ევროკავშირმა გააძლიეროს თავდაცვა და შეიარაღების ინდუსტრია. „ჩვენ შევთანხმდით საერთო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე. ეს მოითხოვს ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიას, ინვესტიციებს და უფრო ეფექტიან თანამშრომლობას, ევროკავშირსა და ნატოს შორის“, – თქვა კირიაკოს მიცოტაკისმა. მიცოტაკისსა და რუტეს შორის გამართულ შეხვედრაზე, […]