ანრი ოხანაშვილი – ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე – კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს, დამკვიდრდა თითოეული მსჯავრდადებულის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და ა.შ. „სწორედ „ქართული ოცნების” გუნდმა 2015 წელს მიიღო […]
ნიკა გვარამია ევროპარლამენტარებს – აუცილებელია, მოხდეს რეჟიმის დელეგიტიმაცია – ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან

პირველად ჩვენს ისტორიაში არცერთი დიპლომატი არ დაესწრო თვითგამოცხადებული პარლამენტის კრებას. ეს იყო უბრალოდ ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც ერთმანეთს უწოდეს პარლამენტის წევრები,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გვარამიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეკრიბა, ამიტომ, მისი განმარტებით, საჭიროა ეს ქმედება ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის მოშლად ჩაითვალოს. “მე […]
ახალი წლის პერიოდში კორპორატიული შეკვეთების წილი 70%-ს შეადგენს – „შოკოტელა“

ახალი წლის პერიოდში კორპორატიული შეკვეთების წილი 70%-ს შეადგენს, დამკვეთები სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო კომპანიები არიან, – ამის შესახებ ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანიის “შოკოტელას” დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაოთხმაგდა. “ზაფხულის სეზონი დუბაის შოკოლადის ფილის გაყიდვებიდან გამომდინარე ძალიან აქტიური გვქონდა. ამჟამად ვიწყებთ თანამშრომლობს კორპორატიულ მომხმარებლებთან საახალწლო შეკვეთებისთვის. […]
უზბეკმა ფეხბურთელმა შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს

პსჟ “ლანსის” უზბეკი ცენტრალური მცველით აბდუკოდირ ხუსანოვით დაინტერესდა, – იტყობინება Foot Mercato. 20 წლის ხუსანოვის შეძენის სურვილი პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველმა ლუიშ კამპუშმა გამოთქვა. ტრანსფერი შეიძლება ზამთარში 20 მილიონ ევროდ განხორციელდეს. ხუსანოვმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი სატრანსფერო ფასი კი 5 მილიონია. ადრე ის ბელორუსის “ენერგეტიკ-ბგუ”-ში თამაშობდა.
„ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეც შეძლებს

საქართველოს პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევს არასრული საარჩევნო კოლეგია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გახარიამ — საქართველოსთვის“ უკვე განაცხადეს, რომ პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ 300-კაციან კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 156 წევრი ჰყავს, პრეზიდენტის ასარჩევად შესაძლოა, მეორე ტური გახდეს საჭირო. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა. დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა საარჩევნო […]
დონეცკში დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილს

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ლიდერს, მამუკა მამულაშვილს, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 46 წლის მამულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გაასამართლეს. „სასამართლოში დადგინდა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში მამულაშვილი დაქირავებულ მებრძოლებს აგროვებდა უცხო ქვეყნებში, რომლებიც არ არიან კონფლიქტის […]
ცესკო-მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო

ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცედურას განმარტავს. ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ცესკომ დღესვე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დადგენის თაობაზე და ასევე განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის […]
,,ჩვენს პოლიტიკურ კლასს სულ ფეხებზე კიდია მოსახლეობის პრობლემები’’- მერაბ ჯანიაშვილი

,,ჩვენს პოლიტიკურ კლასს სულ ფეხებზე კიდია მოსახლეობის პრობლემები’’- მერაბ ჯანიაშვილი ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი პოლიტიკურ კლასს აკრიტიკებს და მათ ვიწრო ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს. ექსპერტი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ და მათ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება არ ადარდებთ. ,,ჩვენს პოლიტიკურ კლასს სულ ფეხებზე კიდია მოსახლეობის პრობლემები. მე არ მსმენია ჩვენი […]
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ერთ მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს – სამთავრობო პროგრამა

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ერთ მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს – სამთავრობო პროგრამა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ერთ მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს სამთავრობო გუნდთან ერთად წარედგინა. მთავრობის პროგნოზით, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში კერძო ინვესტიციების ოდენობა სასტუმროების სექტორში […]
ნარიშკინი: რუსეთს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა სურს

რუსეთი ეწინააღმდეგება, უკრაინაში კონფლიქტის უბრალოდ გაყინვას, რადგან მოსკოვს სჭირდება „მყარი და გრძელვადიანი მშვიდობა“, რომელიც გადაწყვეტს კრიზისის ძირითად მიზეზებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვრევრვის სამსახურის უფროსმა, სამშაბათს. სერგეი ნარიშკინის თქმით, ბრძოლის ველზე ინიციატივა რუსეთს აქვს. მისივე თქმით, რუსეთი „კონფლიქტის გაყინვის“ კატეგორიული წინააღმდეგია, მოსკოვს გრძელვადიანი მშვიდობა სურს და მოლაპარაკებებისთვის ღიაა. უკრაინაში რუსეთის ომი 1000 დღეზე მეტია გრძელდება […]