ევროპარლამენტარები „ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე საუბრობენ

ევროპარლამენტის წევრებმა ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე ისაუბრეს.
რასა იუკნევიჩიენემ, მარკეტა გრეგოროვამ და პეტრას აუსტრევიჩუსმა განიხილეს მათ მიერვე ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებისკენ მოუწოდებს.
მარკეტა გრეგოროვას თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ ფუფუნება, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ევროპაში იახტით მოგზაურობდნენ“. გრეგოროვას თქმითვე, წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ტყუილები, ხოლო ევროპარლამენტიდან მოვლინებულმა დამკვირვებლებმა არჩევნებზე მანიპულაციის არაერთი მეთოდი ნახეს.
იუკნევიჩიენეს თქმით, არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ხოლო სანქციები არა მარტო „ოცნების“ ყველაზე ცნობილ წევრებზე უნდა გავრცელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა